2017 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონე 5,7 პროცენტი იყო. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა.

ჯგუფების მიხედვით, აგვისტოში ყველაზე მეტად ფასები სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში (0,9%) გაიზარდა. ამავე პერიოდში იყო პროდიუქტები, რომელზეც ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად ფასები ტრანსპორტზე შემცირდა (-0,7%).

  • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასების 0,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.