"ბათუმელების" ჟურნალისტი, ეთერ თურაძე: საზოგადოებამ ნახა როგორ განადგურდა რუსეთში ობიექტური მედია — ამის რისკიც საქართველოშიც არსებობს
ფოტო: აჭარის ტელევიზია
"ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნაზე ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოში გვყავს პირველი ქალი-ჟურნალისტი პოლიტპატიმარი, პირველი ქალი-მედიამენეჯერი, "რომელიც სისტემამ გაანეიტრალა და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა".
თურაძემ აღნიშნა, რომ ამაღლობელის სახით ქალი-პოლიტპატიმრის ყოლა ნიშნავს, რომ ქვეყანა რეპრესიების ახალ ეტაპზე გადავიდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
"არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობელისთვის შეეფარდებინათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა არა მხოლოდ ადამიანური და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად, მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერს ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პირველ რიგში, ჟურნალისტები ამ სისტემის სამიზნეები ვიქნებით. ალბათ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ბრძოლის, რასაც რუსული მმართველობის სტილი და ჟურნალისტებისადმი რუსული დევნა ჰქვია", — განაცხადა თურაძემ.
როგორც "ბათუმელების" ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მეტი აქტივიზმი და მეტად მობილიზებაა საჭირო. მან განმარტა, რომ ობიექტური მედიის განადგურების რისკი საქართველოში დიდია, სწორედ ისე როგორც მოხდა რუსეთში.
"ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა. "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე. გარწმუნებთ, ჩვენთვის რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება. ძალიან რთული იქნება ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სახით, რა სახითაც ვაწვდიდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. ასევე, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას. ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო", — განაცხადა თურაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. იგი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები