ჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო — მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მიეცათ დრო
ფოტო: პუბლიკა
14 მაისს, ჯებირების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
ამის შესახებ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, როდესაც მოსამართლე ნათია გუდაძემ დასვა კითხვა, ხომ არ მიმდინარეობდა მხარეებს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება.
აღნიშნულზე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, რომ ამ დრომდე, მხარეს პროკურატურისთვის თხოვნით, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათი იყოს მათ მიმართ გამოყენებული, არ მიუმართავს.
"მზად ვიყავით მხარეები დასკვნითი სიტყვები წარმოგვეთქვა და მოცემული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მოსამართლემ მხარეებს შეკითხვა დაუსვა, მიმდინარეობდა თუ არა, ან სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმების მიღწევა. ბრალდების მხარემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი დაკავებული არიან 2024 წლის 16 მაისს და მას შემდეგ, არც ერთი განცხადება პროკურატურაში არ შემოსულა თხოვნით, რომ მათ მიმართ გამოყენებულიყო საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება. ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ", — განაცხადა ჭიტაძემ.
როგორც სასამართლო პროცესზე საბა მეფარიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურდა არც ადვოკატი და არც საპროცესო შეთანხმება. მოსამართლემ დაცვის მხარის განცხადების შემდეგ, რომ პროცესი გადადებულიყო, რათა ბრალდებული ჩამოყალიბებულიყო პოზიციაზე, ვინაიდან ის აღელვებული იყო, მოსამართლემ სხდომა 20 იანვრამდე გადადო და თქვა, რომ ამ დრომდე ბრალდებული პოზიციას ჩამოაყალიბებს და პასუხსაც მოიფიქრებს.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს სამართალდამცავებმა დააკავეს 19 და 23 წლის ახალგაზრდები. ორივეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ნივთის ჯგუფურად დაზიანებას.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად რკინის ნივთის და ფიზიკური ძალის გამოყენებით მიზანმიმართულად დააზიანეს პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები