პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს: არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის", — ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უგზავნის. მისი თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეირჩევა, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება.
წერილში ნათქვამია, რომ "საქართველოს საარჩევნო პროცესებს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს".
"საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჩემი წინა მიმოწერის შემდეგ, ბოდიშის მოხდით უნდა გაცნობოთ, რომ ვიზიტი, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, 8-10 იანვარს ვერ შედგება. ეს გადაწყვეტილება არსებული გარემოებების გულდასმით განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაშია ხაზგასმული და როგორც გუშინ, პრემიერმინისტრთან კონსტრუქციულად იქნა განხილული, საქართველოს საარჩევნო პროცესებს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს. ხარვეზების აღმოსაფხვრელად ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი რჩება და მათი განხორციელების მიზნით ჩემს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვიმეორებ", — წერს პია კაუმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის შესახებ 5 იანვარს გახდა ცნობილი. ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურა: საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ევროპარლამენტარები – რიჰარდს კოლსი და რასა იუკნევიჩიენე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი და პროევროპული ოპოზიციის ლიდერები.
"ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ პია კაუმას საქართველოში ვიზიტი იმის დასტური იქნებოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა.
დღეს, 6 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი
გადახედვა
-
"ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება" — ბოჭორიშვილი "ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება" — ბოჭორიშვილი
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები