დღეს, კლასიკურ გიმნაზიასთან ღონისძიება "გავაცოცხლოთ ხევსურული წერილი!" გაიმართება
1936 წელს ხევსურებმა წერილი მისწერეს ამერიკის მთავრობას. ისინი ამერიკის ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს სთხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას.
წერილზე ხელმომწერები: ღერენა, გიგა და გიორგი ლიქოკელები, თანამოაზრე სხვა ხევსურებთან ერთად შეიპყრეს და უკვალოდ გაქრნენ... წერილი კი მათი ყველაზე ნათელი კვალია!
დღეს, როდესაც ისევ რუსეთი უქმნის ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალურ საფრთხეს, როდესაც ისევ ამერიკა არის ჩვენი ბრძოლის იმედი, მივწეროთ წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ასე გავაცოცხლოთ ხევსურების წერილიცა და მათი მიზანიც!, — ამის შესახებ ღონისძიება "გავაცოცხლოთ ხევსურული წერილი!" ორგანიზატორები წერენ, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს, 19:00 საათზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან გაიმართება.
აქვე გიზიარებთ 2024 წლის დეკემბერში შექმნილი წერილის ტექსტს:
ამერიკის მთავრობას
საქართველო, თბილისი... დეკემბერი, 2024 წელი.
"ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და
მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი".
ეს არის სიტყვები წერილიდან, რომლითაც თითქმის ასი წლის წინ ბოლშევიკური რუსეთის მიერ შევიწროებულმა ქართველებმა მიმართეს ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროდ, მაშინ ამ მიმართვამ ადრესატამდე ვერ მიაღწია.
ბოლშევიკურმა რეჟიმმა მრავალი წლით გააუქმა საქართველოს დამოუკიდებლობა, მოგვიტანა უდიდესი ადამიანური მსხვერპლი, ჩვენი რელიგიის და ტრადიციების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა და შეურაცხყოფა და ბევრი წლით შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება.
დღეს, ქართველი ხალხის მიერ სისხლითა და მსხვერპლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას ისევ დაცვა ჭირდება! და დღეს, ჩვენ ისევ მოგმართავთ თქვენ - ჩვენი პლანეტის ძლევამოსილი, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობას! დაგვეხმარეთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იზეიმოს დემოკრატიამ! დაგვეხმარეთ, რომ მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერ, მშრომელ საქართველოს მოსახლეობას საშუალება მიეცეს, დემოკრატიული გზით ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ვითარდებოდეს საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების, პროგრესის, მსოფლიოში მშვიდობისათვის ხელშეწყობის გზით!
დღეს ამ მოთხოვნებით ჩვენ ქუჩაში, მიტინგზე ვდგავართ და გვაქვს იმედი, ამჯერად ჩვენი ხმა მოაღწევს თქვენამდე და პასუხი არ დააყოვნებს!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
მშვიდობა საქართველოს!
მშვიდობა მსოფლიოს!
საქართველოს მოქალაქეები", — წერენ აქციის ორგანიზატორები.
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
კომენტარები