უკრაინა საქართველოში სამაშველო თვითმფრინავს გამოგზავნის. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძრების ჩაქრობაში დასახმარებლად უკრაინა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავს გამოგზანვის.

თვითმფრინავი АН-32П ოდესიდან ბათუმში, სავარაუდოდ, დღეს ჩამოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი გუშინ, 29 აგვისტოს გაჩნდა.