სახალხო დამცველი: პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს
ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს, — ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ომბუდსმენი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
"მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში, დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. ამ დროს ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების ნაწილს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია. ასევე, ინდივიდუალურ დონეზე, სადაც გამოვთქვამთ ჩვენს აზრს, ის არ უნდა იყოს გაჟღენთილი სიძულვილის ენით, სხვისი დაკნინებისა და დამუნათების სურვილით. ჩვენ ყველანი, მათ შორის საჯარო მოსამსახურეები თანასწორი ვართ კანონის წინაშე. ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია დაიცავს ეს ფუნდამენტური უფლებები. რაც შეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში", — განაცხადა იოსელიანმა.
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები