გიორგი ალექსიძე

4 დეკ, 2024

"ბატონებო, დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მომავალი დემოკრატიული განვითარების უაღრესად მძიმე და სახიფათო მომენტში, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს.

ბატონო ოფიცრებო და გენერლებო, დარწმუნებული ვარ, თითეულმა თქვენთაგანმა აირჩია ეს რთული და საპატიო პროფესია, რათა ემსახუროს საკუთარ სამშობლოს და დაიცვას იგი ნებისმიერი საფრთხისგან. შექმნილ ვითარებაში, სწორედ თქვენ გაქვთ პირდაპირი ვალდებულება, ამასთანავე რესურსიც, რათა დაიცვათ ქვეყნის განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური კურსი და აარიდოთ საქართველოს ხელახალი ინტერვენციის საფრთხე.

თანამედროვე ეპოქამ, რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ომის, მათი ოკუპაციის და ანექსიის ახალი ფორმები წარმოშვა. ხშირად რეალური საფრთხე ძალზედ კარგად არის შენიღბული, რის გამოც, იგი დროულად რთულად ამოსაცნობია. მაგრამ, ვინ თუ არა თქვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად ხედავდით თუ როგორ უდიერად ეპყრობოდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორ აბრალებდნენ მათ ომის დაწყებას და ომის წაგებას, როგორ შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნას, როგორ აკნინებდნენ ქართულ ჯარისკაცს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მთავარსარდალს ჯარისკაცების თანდასწრებით, როგორ არ იშურებდნენ ძალისხმევას ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო სულის დასაქვეითებლად.

ჩვენი ქვეყნის ერთგული პარტნიორები, რომლებმაც ათეული წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესში, დღეს მტრად არიან გამოცხადებული. ამ ვითარებაში, ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ დახმარების და წვრთნის ყველა პროგრამა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებს და რადიკალურად შეასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

აშკარაა, რომ არალეგიტიმური და ჩვენი დაუძინებელი მტრის მიერ ნაქები, არჩევნების გამყალბებელი ოლიგარქია, ნებისმიერ ფასად ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების მიტაცებას. არსებული მახინჯი სისტემის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული სისტემატიური ძალადობის და ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური კურსის დანაშაულებრივი ცვლილების ფონზე, აგრეთვე რუსეთის მოსალოდნელი ხელახალი შემოჭრის საფრთხის წინაშე, სამშობლოს დაცვის და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებით კი გენერალური შტაბის უფროს და უმაღლეს ოფიცრებს.

მოვიდა დრო მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და დაუდასტუროთ ერთგულება სამშობლოს და ქართველ ხალხს, სანამ კვლავ არ დაიღვარა საქართველოს პატრიოტების სისხლი და არ დაიკარგა წლების მანძილზე სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა, თორემ ხვალ შეიძლება დასაცავი არც აღარაფერი დაგრჩეთ.

პატივისცემით,
გიორგი ალექსიძე
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას "ბრძოლას" ეძახის" — მაგდალენა თოდუა როსტო ზარანდიასთვის ჩივილზე1806 ნახვა
  2. საქართველოში ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და ეუთო კონსულტანტი, მეგი ოსდობი კაცი არ შემოუშვეს896 ნახვა
  3. OC-MEDIA: ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ნიდერლანდებში დოქტორის ხარისხი არ მიუღია723 ნახვა
  4. კოსმოდრომის მირაჟი: როგორ მოატყუეს რუსმა "დევნილებმა" გურულები622 ნახვა
  5. რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — IPN-ის ცნობით, არის მსხვერპლი575 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ხაზარაძე: მამუკა ხაზარაძე: 3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე

"მივესალმები ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას. 3 თვეში გარდამტეხი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~