17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობს
საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ, — ამის შესახებ 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატისა და ექსპერტის ერთობლივ განცხადებაში წერია.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში.
დიპლომატები წერენ, რომ აშშ-მა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
"ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და ქართული ოცნების მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა.
პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.
მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე.
პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ", — ნათქვამია წერილში, რომლის თარგმანსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
წერილს ხელს შემდეგი პირები აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.
-
გადახედვაოპოზიციის ლიდერებს "ქორთიარდ მარიოტთან" ნიღბიანი პირები დახვდნენ ოპოზიციის ლიდერებს "ქორთიარდ მარიოტთან" ნიღბიანი პირები დახვდნენ
-
გადახედვადაკავებულია 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს დაკავებულია 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს
-
გადახედვაგიორგი ალექსიძე: მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს გიორგი ალექსიძე: მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება სალომე ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება
-
გადახედვა"დაიტოვეს" დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა "დაიტოვეს" დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა
-
გადახედვა"ძლიერი საქართველო": 20:00 საათზე, "ქორთიარდ მერიოტში" ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ერთად ვიკრიბებით "ძლიერი საქართველო": 20:00 საათზე, "ქორთიარდ მერიოტში" ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ერთად ვიკრიბებით
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს — დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს — დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე
-
გადახედვატელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის შეკითხვებს ირაკლი კობახიძე გაექცა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის შეკითხვებს ირაკლი კობახიძე გაექცა
-
გადახედვაგიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიაზე ოპონენტების უარს იმით ხსნის, რომ სიმართლე მათ მხარესაა ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიაზე ოპონენტების უარს იმით ხსნის, რომ სიმართლე მათ მხარესაა
-
გადახედვარა უნდა ვქნათ, თუ პოლიცია სახლის გასაჩხრეკად მოგვადგა – არ შეშინდე! რა უნდა ვქნათ, თუ პოლიცია სახლის გასაჩხრეკად მოგვადგა – არ შეშინდე!
-
გადახედვაპოლიცია აქტივისტ საბა ჯაჯანიძის სახლში შევიდა პოლიცია აქტივისტ საბა ჯაჯანიძის სახლში შევიდა
-
გადახედვასამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი დააკავეს სამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი დააკავეს
-
გადახედვაშსს: ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული შსს: ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
-
გადახედვაირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არც თინა ხიდაშელი მიიღებს ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არც თინა ხიდაშელი მიიღებს
-
გადახედვაშალვა რამიშვილის შვილი მამას: "არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული" შალვა რამიშვილის შვილი მამას: "არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული"
-
გადახედვაპარტია "დროას" ოფისთან ნიკა გვარამია და გელა ხასაია დააკავეს პარტია "დროას" ოფისთან ნიკა გვარამია და გელა ხასაია დააკავეს
-
გადახედვაიუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა
-
გადახედვაელენე ხოშტარია: ეს პოლიცია არის რუსული, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ ელენე ხოშტარია: ეს პოლიცია არის რუსული, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ
-
გადახედვასამართალდამცველები ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში შევიდნენ სამართალდამცველები ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში შევიდნენ
-
გადახედვამიხეილ ჯანელიძე: მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში მიხეილ ჯანელიძე: მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში
კომენტარები