მიხეილ ჯანელიძე

4 Dec. 2024, 16:59

საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, არამედ, ჩემი ინიციატივით მივდიოდი, და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს საზოგადოებაში.

აქვე გიზიარებთ ჩემს პოზიციას, რის გაჟღერებასაც ვაპირებდი:

- სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ასობით მძიმედ დაშავებულ პროტესტანტს.
- სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულ ჟურნალისტს.
- სრული სოლიდარობა და თავისუფლება ყველა დაკავებულ პროტესტანტს. ასევე, როგორც ვუყურებთ, დღეს დაიწყეს ახალი ტალღა ჩხრეკების და დაკავებების.
- სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამისთვის, სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან.
ამ ყველაფრის განმახორციელებელი, პირდაპირ ეწინააღმდეგება არათუ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ვერასდროს გააწევრიანებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, თუმცა თავისუფლად აქცევს რუსულ ჭაობად.

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სრული მიტაცებაა. ამასთან მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არ ხდება ევროკავშირის მიერ გაცემული მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო 9 რეკომანდაციის შესრულება.

ქართული ოცნება, არათუ არ, არამედ ვერ გახსნის მოლაპარაკებებს, რადგან მათ არ შეუსრულებიათ აღნიშნული რეკომენდაციები და არც მომავალში აპირებენ, რომელიც არის წინაპირობა მოლაპარაკების გასახსნელად, და გაცხადებულია 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ. ეს ანგარიში გამოქვეყნებულია და ყველას შეუძლია გაეცნოს ქართულ ენაზე.

კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  2. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  3. კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
  5. აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს — ორგანიზაციების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის

NASA-მ კოსმოსში ეგზოპლანეტების შემსწავლელი ახალი ზონდი გაუშვა, რომელსაც "პანდორა" ეწოდება. ის ორბიტაზე ილონ მასკის…