სამოქალაქო პლატფორმა "მშვიდობისთვის" მთავრობას მოუწოდებს, "შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი"
ფოტო: on.ge
სამოქალაქო პლატფორმა "მშვიდობისთვის" განცხადებას ავრცელებს:
"ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმაში 'მშვიდობისათვის' გაერთიანებული სამოქალაქო ორგანიზაციები და ექსპერტები, ვაპროტესტებთ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკულად ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს.
მმართველი გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ისტორიულ ნებასთან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
ასეთი მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ღერძს წარმოადგენდა, რაც რიგ სამთავრობო დოკუმენტებშიც არის ხაზგასმული. 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" თანახმად, "საქართველოს მთავრობის მიზანია, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი, მათ შორის, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, გაუზიაროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ". საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ევროკავშირში გაწევრიანების რეალურმა პერსპექტივამ გააჩინა შესაძლებლობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი მეტად ეფექტიანი და წარმატებული გამხდარიყო.
ამდენად, უკანასკნელ პერიოდში ქართული ოცნების მიერ გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და მასზე ღიად უარის თქმა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. იმ დროს, როდესაც თავად საქართველო კარგავს ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას, ხოლო საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დგას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღის წესრიგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის სარგებლის გაზიარებაზე საუბარიც ზედმეტია.
გარდა ამისა, 2008 წლიდან ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საქართველოში ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერის გზით. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამდგომლობით, სწორედ ევროკავშირი გახდა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტორი, ხოლო ქართული ოცნების მიზანმიმართული ქმედებები ევროკავშირის წინააღმდეგ საქართველოს ოკუპანტი ძალის წინაშე პირისპირ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს და არსებითად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ანალოგიურად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-ს მიუძღვის და ქართული ოცნების მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა ამ მიმართულებაზეც ძალზე უარყოფითად აისახება.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმა. ამასთან, მოვუწოდებთ, დაასრულოს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართული ოცნების ამ მორიგ ანტიდასავლურ ქმედებას აპროტესტებენ და პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს", — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სტუდია „რე“; კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის; კულტურულ ურთიერთობა ცენტრი - კავკასიური სახლი; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC); კავშირი „მომავლის ცხინვალი“; მეწარმე ქალთა ფონდი; ლევან მიქელაძის ფონდი; მოძრაობა აფხაზეთისთვის; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN); მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP); ადამიანის უფლებათა ცენტრი; მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი ( CPCD); დემოკრატიის კვლევის ცენტრი; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა“; „დავიწყოთ ახლა“; ქალთა ფონდი "სოხუმი"; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო"; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; პაატა ზაქარეიშვილი; მარინა ფაღავა; მარინა ფოჩხუა; რუსუდან მარშანია; მიხეილ ჯახუა.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები