ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები: ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას
ფოტო: Boston Globe / Getty Images
ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულები და "საქართველოს ჰარვარდის კლუბის" წევრები განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ეხმაურებიან საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, რომ "ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების დაწყების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს ძირს უთხრის და ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება".
"ჩვენ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და "საქართველოს ჰარვარდის კლუბის" წევრები, ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებს, მის ისტორიულ ბრძოლას კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად ევროპის სივრცეში, რაც შეუქცევადად განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა წინააღმდეგობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედების შეჩერება, რაც უპრეცედენტო რეგრესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, მის სწრაფვას თავისუფლებისკენ და ევროპული მომავლის განსამტკიცებლად, უარი თქვას ძალადობაზე მშვიდობიანი მანიფესტანტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, და გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის მეგობრების მოწოდებები, რათა საქართველო დაუბრუნდეს განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს", — ვკითხულობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმოწერები:
- მირიან ხაბურზანია
- სოფიო ფანჯიკიძე
- მერი გაბაშვილი
- თეა გერგედავა
- ირაკლი კილაურიძე
- მარი კუტუბიძე
- ეკატერინე ეგუტია
- გენო მალაზონია
- გელა ბეჟუაშვილი
- თამარ ღონღაძე
- მარეხ ხმალაძე
- ნანა ღიბრაძე
- ლუკა კალანდარიშვილი
- ია წეროძე
- ეკატერინე გურეშიძე
- თეა სიფრაშვილი
- გიორგი ჩლაიძე
- თამარ რუსეიშვილი
- მამუკა ხაზარაძე
- მერი ჩაჩანიძე
- არჩილ გიორგაძე
- დიმიტრი გვინდაძე
- ანასტასია ლელაძე
- სოფო ტყემალაძე
- თამარ ჩუგოშვილი
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
კომენტარები