დავით ასათიანი

დავით ასათიანი

29 Nov. 2024, 17:01

"ვისაც ინტეგრაციულ საკითხებთან რაიმე შეხება ჰქონია და ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილება მაინც გააჩნია, მისთვის ცხადია, რომ ევროპული პოლიტიკა რთული და მრავალწახნაგიანი პროცესია. ამ ორბიტაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო ინტერესები, ევროკავშირის ბიუროკრატია, განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფები, პროფესიული გაერთიანებები და ა.შ.

გაგიკვირდებათ და, ამ გზაზე შეხვდები არაერთ ევროსკეპტიკოსს, გაფართოების ძლიერ მოწინააღმდეგეს, იდეოლოგიურად ანგაჟირებულ და უბრალოდ, პოპულისტ პოლიტიკოსს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი არ უნდა გახდეს - ესაა ბუნებრივი მოცემულობა ამ გეოპოლიტიკურად არეულ სამყაროში.

ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. უნდა გააგრძელოს ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით, გააგრძელოს მანამ, სანამ წარმატების თუნდაც 1% შანსი მაინც არსებობს.

მტკიცედ საქართველო".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…