ირაკლი კობახიძე

29 Nov. 2024, 14:45

გამუდმებული შანტაჟი - ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნით, ხან საბიუჯეტო დაფინანსებით შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არ აქვს.

ჩვენს ინფორმაციას მოჰყვა დეზინფორმაციის კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების - რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული NGO-ების და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან.

მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩიც, თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად არის გასაკვირი.

ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.

გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა, ყველაფერს აქვს თავის საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ