ნიკა გილაური: ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო
ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, — ამის შესახებ ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი, ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს და ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას და განვითარებულს პროტესტს ეხმაურება. მისი თქმით, ახლა საყოველთაო ბოიკოტი და გაფიცვებია საჭირო სახელმწიფო და კერძო სექტორში.
მისივე თქმით, საქართველო ბელორუსი არ არის და 28 ნოემბრის ღამემ ეს უკვე კარგად აჩვენა.
გილაური დიპლომატიური კორპუსის წევრებსაც მიმართავს. ის წერს, რომ ისინი ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ და "ამ სიტუაციაში დუმილი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და პროფესიის ღალატია".
"თითქმის არასოდეს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება. მაშინაც კი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თავს ვთვლიდი ტექნოკრატად და ძირითადად, ეკონომიკურ ან კრიზისის მენეჯმენტის თემებზე განცხადებებით შემოვიფარგლებოდი. მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდება, შეუძლებელს ხდის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ არ გამოხატოს თავისი მტკიცე პოზიცია და არ გააკეთოს სათანადო პოლიტიკური განცხადება.
რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, მოხდა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო - ჯერ არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით და არაკონსტიტუციურად პარლამენტის შეკრებით დაამტკიცა არალეგიტიმური მთავრობა და შემდეგ კი, ამ არალეგიტიმურმა მთავრობამ გამოგვიცხადა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება და კონსტიტუციის კიდევ ერთი მუხლის (78-ე მუხლი) დარღვევით ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერება. თან ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად ისეთივე სტილში და იგივე სიტყვებით, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩმა გააკეთა უკრაინაში (სავარაუდოდ, სცენარის ავტორი ერთი იყო ორივე შემთხვევაში).
ამიტომ ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც, თუ ვინმეს გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ენის მოჩლექით და მინიშნებებით კი არ უნდა ილაპარაკოს, ან ის კი არ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და ვინმე სხვამ გააკეთოს განცხადება, ვინმე სხვა გავიდეს პროტესტზე, სხვამ გამოაცხადოს ბოიკოტი — არამედ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და გააკეთოს ის, რაც მის შესაძლებლობებშია.
სცენარის ავტორებს მინდა ვუთხრა — საქართველო ბელორუსი არ არის და 28 ნოემბრის ღამემ ეს უკვე კარგად აჩვენა. ყოველგვარი წინასწარი ორგანიზებისა და მოწოდების გარეშე ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ ეტაპზე ოპოზიციის ვალდებულებაა უბრალოდ ხელი შეუწყოს ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და შეეცადოს ნაკლები "სადღეგრძელოებით", ნაკლები საკუთარი ეგოების გამოჩენით, მაგრამ მეტი ორგანიზებულობით, მიზანმიმართულობით და თავდადებით აჩვენოს საზოგადოებას მაგალითი.
საჯარო მოხელეებიც უნდა დაფიქრდნენ მათი პოზიციონირების კუთხით. მესმის, რომ ძალიან რთულია სამსახურის დატოვება მაშინ, როდესაც ოჯახი გყავთ სარჩენი, ან როდესაც გაშინებენ ზემდგომები, მაგრამ ბევრად უფრო რთული იქნება თქვენივე სინდისთან თავის მართლება რამდენიმე თვის, ან თუნდაც დღის შემდეგ, როდესაც მიხვდებით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანეთ. თქვენ დღეს გაქვთ შანსი გახდეთ გმირები და მოიშოროთ იძულებით აკიდებული ის პასუხისმგებლობა, რომლის მონაწილეც ამ კორუმპირებული რეჟიმის დროს გამხდარხართ. არ გაუშვათ ეს შანსი.
დიპლომატიური კორპუსის დუმილი კი ყველაზე ძალიან მაკვირვებს (მივესალმები საგარეო სამინისტროს თანამშრომლების გუშინდელ განცხადებას, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ელჩები მყავს მხედველობაში). თქვენ ხართ ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველი ხაზი. ამ სიტუაციაში დუმილი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და პროფესიის ღალატია. და ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ელჩებს, ყველა ელჩზეა საუბარი. ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი პატრიოტები და პროფესიონალები ხართ. ახლა თუ არ ამოიღებთ ხმას, როდის და ვისგან უნდა დაიცვათ ქვეყანა?
ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია-დარღვეულ ქვეყანაში, არალეგიტიმური და იზოლაციაში მოქცეული მთავრობის არსებობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება ან კიდევ ინვესტორების შემოყვანა? მესმის, რომ ბევრი მსხვილი ბიზნესმენი ამ რეჟიმთან სიახლოვით და თანამშრომლობით თავს დროებით დაცულად გრძნობს. მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ მხოლოდ მოტყუებით დროებითობაა?! მთავრობა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არის გასული, კანონიერების ან რაიმე თამაშის წესების ყველანაირი ჩარჩო მორღვეულია რაც სწორედ რუსული ბიზნესის კეთების მოდელია და ამ გარემოში რუსულ ბიზნესთან ჭიდილი გაგიჭირდებათ. არადა ეგ დროც ძალიან მალე მოვა. შედარებულიყო ვარ გპირდებიან ახალი შემოსავლის წყაროებს ჩინეთიდან ან რუსეთის გავლით სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდის გზით. დამერწმუნეთ - პირველის ინვესტირების წესები სულ სხვა ფორმულის არის - ჩინური კომპანიები არ მისცემენ ფულს ქართულ ბიზნესს სამართავად, როგორც ამას დასავლური პარტნიორები აკეთებენ, არამედ თვითონ იქნებიან ამ ფულის განმკარგავები და ქართული ბიზნესი მხოლოდ მომსახურე რეჟიმში იმუშავებს. ხოლო რაც შეეხება რუსეთის კონტრაბანდის „შავ ხვრელს“ - ეს ხომ ძალიან დროებითია. ამას ხომ ძალიან მალე გამოავლენს ევროპაც და ამერიკაც და შემდეგ რა ტიპის სანქციებში მოჰყვება ქართული ბიზნესი ძალიან ადვილი წარმოსადგენია.
და ბოლოს — ქოცებიც კარგად უნდა დაფიქრდნენ. ბევრი მათგანი შეიძლება არც ელოდებოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ივანიშვილმა წინასაარჩევნო ინტერვიუში ხომ თქვა, რომ არჩევნების მერე ის "დაალაგებს ურთიერთობებს დასავლეთთან", ქართული ოცნების ლიდერები ხომ ჰპირდებოდნენ ევროპასთან და ამერიკასთან (მათ შორის "გლობალურ ომის პარტიასთან") "ურთიერთობების გადატვირთვას"? ბევრი ქოცი ხომ სწორედ" ამით "იმშვიდებდა" (იტყუებდა) თავს. მაღალჩინოსანი ქოცების აბსოლუტურ უმრავლესობას ოჯახის წევრები ევროპაში ან ამერიკაში ჰყავს გაგზავნილი - ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამუშაოდ (არა მოხუცების მომვლელად, არამედ პოსტ-საუნივერსიტეტო გამოცდილების მისაღებად), ზოგიც გასართობად. თვითონ ამერიკას და ევროპას აგინებენ, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი სწორედ ევროპაში და ამერიკაში ასწავლის შვილებს და იქ დადის „საშოპინგოდ“ აქ მოპარული ფულით. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება, იგივე მდგომარეობა ვერ შეგინარჩუნდებათ... და მერე აუხსენით თქვენ შვილებს, რატომ მოუწიათ მათ ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან ვორონეჟის და ნიჟნი ტაგილის ინსტიტუტებში გადაბარგება...
რა არის გასაკეთებელი?
— საყოველთაო ბოიკოტი სახელმწიფო სექტორში - რაც შეიძლება მეტმა საჯარო მოხელემ უნდა დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს ეხება ეს.
— საყოველთაო ბოიკოტი კერძო სექტორში - კერძო სექტორი კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ და ვის აფინანსებს? არალეგიტიმურ მთავრობას იმისთვის, რომ მან შეძლოს რობოკოპების რჩენა, რომლებიც მერე ჩვენ და ჩვენ შვილებს უკანონოდ და გადამეტებული ძალის გამოყენებით არბევენ?
— საყოველთაო გაფიცვები — ავტობუსების მძღოლების, სხვა სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლების გაფიცვები. კერძო სექტორში იმ კომპანიების თანამშრომლების გაფიცვები, რომლებიც მკაფიოდ ემსახურებიან რეჟიმს.
— ყოველდღიური საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტები — მიტინგები, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ა.შ.
დიდ კრიზისში ვართ და გამბედავი ნაბიჯებია გადასადგმელი. კრიზისს კარგი მართვა სჭირდება. კრიზისი აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს ბადებს. დარწმუნებული ვარ ეს კრიზისიც ჩვენი ქვეყნის ახალი შესაძლებლობების და ახალი წარმატებების საფუძველი იქნება", — წერს ნიკა გილაური სოციალურ ქსელში.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები