ხვალ, 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ყოფილი სახალხო დამცველი და სადამკვირვებლო მისიის ჩემი ხმა წარმომადგენელი ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

სხდომა გაიმართება დახურულ რეჟიმში და ლომჯარია სასამართლოს, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში, მიაწვდის ინფორმაციას იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა"-მ დააფიქსირა.

ამასთან, ლომჯარიამ პროკურატურის გამოკითხვაზე თქვა უარი და გამოკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მისვლა მოითხოვა.

ინფორმაციისთვის, ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ "ჩემი ხმის" წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.