მარგარიტის სხინასის თქმით, სადავო კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე საქართველო EU-ს წევრი ვერ გახდება
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი უცხოური გავლენების კანონისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონის გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევას შეუძლებელს უწოდებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას მან სამი კომპონენტი დაასახელა.მან ისაუბრა ევროკავშირის მკაფიო პასუხზე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელახალი ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ცხად და მკაცრ პირობებს ითვალისწინებს.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორშაბათს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საშუალება იქნება განიხილონ და შეთანხმდნენ შემდგომ და დამატებით ნაბიჯებზე.
"ამ გადამწყვეტი მომენტების შემდეგ, მსურს ევროკომისიის სახელით ევროპის პასუხის სამ კომპონენტს გავუსვა ხაზი.
პირველი - ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ ქვეყნებთან კოორდინაციაში, ჩვენ დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება - ევროპული დახმარების 30 მილიონი ევრო და [საქართველოს] მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარების 121 მილიონი ევრო. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულ იქნა. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ [საქართველოს] ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომლებიც იქ, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ სვეტად რჩებიან.
მეორე - არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ცხადი გახადა ძლიერი საჯარო განცხადებებით. მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, გამოეძია სერიოზული დაფიქსირებული დარღვევები. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე შეიყვანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში, რომელიც შემდეგ ორშაბათს ჩატარდება. ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ნაბიჯებზე შევთანხმდეთ.
ბოლოს - ნებისმიერი სამომავლო ხელახლა ჩართულობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს, რომლებიც ასევე აღნიშნულია ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ კვლავ ერთგული უნდა გახდეს სარეფორმო დღის წესრიგის, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულების, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ევროკავშირის საწინააღმდეგო ზიზღი და რიტორიკა.
სპეციფიკური ზომები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. უცხოური გავლენების კანონი და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი გაწვეულ უნდა იქნან. ამ კანონების გაწვევისა და დემოკრატიული რეფორმების მიღების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა. საქართველოს ევროპულ გზის ალტერნატივა არ არსებობს.
პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე იქნება ეს გააზრებული თბილისში, მით უკეთესი", — განაცხადა მან.
-
გადახედვაადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბსუ-ს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბსუ-ს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ
-
გადახედვაფიშერი: საქართველოს მიმდინარე პოლიტიკამ რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია ფიშერი: საქართველოს მიმდინარე პოლიტიკამ რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია
-
გადახედვაამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია – კალაძე ანტი-ლგბტ კანონზე ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია – კალაძე ანტი-ლგბტ კანონზე
-
გადახედვაროგორ ხდება ატომის დაშლა — კვლევა როგორ ხდება ატომის დაშლა — კვლევა
-
გადახედვანეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა ნეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა
-
გადახედვა"ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიებს ხნის და მანდატებზე უარს ამბობს "ძლიერი საქართველო" საპარლამენტო სიებს ხნის და მანდატებზე უარს ამბობს
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვამთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში — Touch Summit ბრუნდება მთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში — Touch Summit ბრუნდება
-
გადახედვაბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტმა ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტმა ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია
-
-
-
-
გადახედვარატომ არ ხსნის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარს? რატომ არ ხსნის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარს?
-
გადახედვამეზვრიშვილი: მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით გაყალბების მთავარ მტკიცებულებას სასწრაფოდ დააყადაღებინა პროკურატურას აპარატები მეზვრიშვილი: მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით გაყალბების მთავარ მტკიცებულებას სასწრაფოდ დააყადაღებინა პროკურატურას აპარატები
-
-
გადახედვარა იცი საპროტესტო აქციაზე შენი უფლებების შესახებ? — ქვიზი რა იცი საპროტესტო აქციაზე შენი უფლებების შესახებ? — ქვიზი
-
გადახედვაგახარია: ოცნებამ წინასაარჩევნოდ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა აფხაზეთში რუსეთის ანექსიას გახარია: ოცნებამ წინასაარჩევნოდ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა აფხაზეთში რუსეთის ანექსიას
-
-
გადახედვამოუსმინეთ: მარკ ზაკერბერგმა Get Low-ს ქავერი ჩაწერა მოუსმინეთ: მარკ ზაკერბერგმა Get Low-ს ქავერი ჩაწერა
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა თევზი რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა თევზი
კომენტარები