ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

14 Nov. 2024, 16:18

"ასე გამოიყურება ხმის მიცემის აპარატების და ამომრჩეველთა სიების დაყადაღების ამბავი:

  • არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში;
  • 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას, სასწრაფოდ აფრინა წერილი პროკურატურაში და მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ (ცილს მწამებენო);
  • 30 ოქტომბერს პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. იძიებენ არა გაყალბების დადგენას, არამედ გაყალბების არდადგენას. ეს ნათლად დავინახე 06 ნოემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროსაც (დეტალები ოდნავ მოგვიანებით);
  • 01 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი განჩინება - ანუ, ამ მტკიცებულებების დაცვა გადაუდებელი აუცილებლობით. სანამ სასამართლომ გაჭიანურებით განიხილა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამასობაში:
  • 01 ნოემბერსვე სასწრაფოდ დაჯდა ცესკოს თავმჯდომარე იმედზე და გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები ვიღაცას წაეღო;
  • 01 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებების პრაქტიკულად დაყადაღება (რომ შემდეგ წაიღოს);
  • 05 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს ამჯერად სარჩელით ამ მტკიცებულებების დაცვის მოთხოვნით. სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი იმ "მოტივით", რომ დავის საგანი აღარ არსებობს — ანუ, მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო და მის კონტროლქვეშაა.
  • 10 ნოემბერს გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება სააპელაციოში. რა იქნება პასუხი, გასაგებია.

ამ ფონზე, ახლა ეს სიები რომც გამოქვეყნდეს, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი იქნება მის ნამდვილობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მძევლად აიყვანა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…