განათლების გზაზე არ გაჩერდე - წიგნებით სავსე თაროების ლაბირინთში გზააბნეული მკითხველის განცდები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის წიგნის დღეებია. საქართველოს ბანკი ფესტივალის გენერალური სპონსორია.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საინტერესო საკითხავის აღმოსაჩენად გაეცანით ანა კორძაია-სამადაშვილის რჩევებს.
ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ უახლესი ლიტერატურული ტენდენციები არ მაღელვებს, მეოცე გვერდის გადაშლის მერე საყოველთაოდ აღიარებული რომანის წაკითხვა აღარ მომინდა და კი შემრცხვა, მაგრამ გადავდე, და ვერ გამიგია, ვინ და რატომ მიიღო ესა თუ ის სანუკვარი ჯილდო - უფრო სწორად, გავიგე, და ეს სრულიად უინტერესო ამბად მიმაჩნია.
ამიტომ, ალბათ, აღარაფერი დამეჯერება. წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა წაიკითხოს მოზარდმა, რომ კითხვა შეუყვარდეს. ადრე მეგონა, რომ „ტომ სოიერი“; მერე - „ჰარი პოტერი“; ახლა აღარაფერი მგონია, იმიტომ რომ ვერასოდეს მივხვდი, სად რა უნდა მიმეტანა, ვერცერთი ბავშვის გული ვერ მოვიგე და ჩემმა საჩუქრებმა არ გაამართლა.
ეს - ბავშვები, თუ მოზარდები, როგორც გენებოთ.
უფროსებთან უფრო გამომდის. ვისაც კი აკა მორჩილაძის „როძინა“ მივუტანე, ყველა მადლიერი დამირჩა, მას მერე, რაც „ჯაშუშობა ბოლო ჟამისა“ წავიკითხეთ, დიდი მიმოწერა ატყდა, ციტატებით ლაპარაკი და ავტორის დიდება. ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“ და „მკვდარი არმიის გენერალი“ აქამდეც გვქონდა გასარჩევ-საკამათოდ, ახლა კი „სიზმრების სასახლეს“ ჩავუსხედით, და სხვების არ ვიცი, მე კი მგონია, რომ ისმაილ კადარეს წყალობაა, რომ, როგორც იქნა, მივხვდი, რატომ მიდიან ჩემი თანამემამულეები ომში.
რომანები მიყვარს. მომწონს ჩახლართული სიუჟეტი, ბევრი თავგადასავალი, მრავალი მოქმედი გმირი, სხვა დრო, სხვა საზოგადოება, სხვა ამბავი. ამიტომაც იყო, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინათ, დიდი ქალაქის განაპირას მცხოვრებმა ვიფიქრე: გრძელ გზაზე თავის შესაქცევად ამ ქუჩის მოვაჭრესთან რომანს ვიყიდი. ბარემ, რომანი იყოს.
ქუჩაში იდგა ყუთი, ყუთში ეწყო წიგნები, ყუთის გვერდით, სკამზე კი ახალგაზრდა კაცი მზეს ეფიცხებოდა და დროდადრო ალმაცერად გადმომხედავდა ხოლმე, იმიტომ რომ მეტისმეტად დიდხანს ვიქექებოდი მის საგანძურში, თავი მოვაბეზრე. მერე ახალგაზრდა ოხვრით წამოიმართა და ჩემი ყველაზე საყვარელი ამბავი დაიწყო - ვაჭრობა: ორი ცალი ერთ ევროდ, კაცი არა ხარ? მაინც რად გინდა, ისევ შენ უნდა ჩაალაგო და უნდა ათრიო, თორემ, აბა, დაფიქრდი, ვინაა ამ შენი მაკულატურის მყიდველი. ვინაა მაკულატურა, შნიცლერი? ახალგაზრდამ თავი გაიბრაზა, მე თავი დავიმარცხე, ცოტა ვიყაყანეთ და ბოლოს მოვრიგდით, პრინციპით „არც შენი, არც ჩემი“, და ასე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში არტურ შნიცლერის „ტერეზა“, რომელიც წავიკითხე, გადავიკითხე, კიდევ წავიკითხე, ვთარგმნე, დავისწავლე და არც კი ვიცი, რა ვთქვა. გადარევას ვარ.
სინამდვილეში, არაფერი ამბავია. საერთოდ, არაფერი: იყო ერთი გოგო, და გოგოს ჰყავდა დედ-მამა და ძმა, და გოგო სწავლობდა, ოცნებობდა, შეყვარებული იყო, და მუშაობდა, მუშაობდა, მუშაობდა - როგორც წესი და რიგია. „ტერეზა“ ქალის ცხოვრების ქრონიკაა, არა ერთი კონკრეტული ქალის, არამედ, ზოგადად, ქალისა, და რამდენადაც ყველა ქალისთვის გასაგები და მნიშვნელოვანია, მამაკაცებსაც ვურჩევდი: წაიკითხეთ. გარდა იმისა, რომ დიდი მწერლის დაწერილია, ქალებს უკეთ გაიცნობთ. ხომ უნდა იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, ბოლოს და ბოლოს.
რამე მირჩიე, მეგობარო, რა წავიკითხო? როგორი და აი, როგორიც კარლოს რუის საფონის „ქარის ჩრდილია“, ერთ წიგნში სამის წაკითხვა რომ შეგიძლია, დამთავრების მერე რომ ბევრად უფრო მდიდარი და ცოტა უფრო განათლებული ხარ და, რამე რომ იყოს, ბარსელონაში მეგზურად შეგიძლია მუშაობა.
ისეთი წიგნი მინდა, როგორიც რობერტო ბოლანიოს „ველური დეტექტივებია“, გაკვირვებული რომ კითხულობ და ფიქრობ: ეს რა ხდება? ეს რა ამბავია, ასე წერა ვის გაუგია, ეს რა ყოფილა, ეს რა, ხუმრობაა, ბიჭებო?
ისეთი წიგნი მინდა, რომ წავიკითხავ, დიდხანს ვიფიქრო. ასე ვიფიქრო: დიდი მწერალი რომ ვყოფილიყავი, ამას დავწერდი. მეგონოს, რომ ჩემზე დაწერეს. ისეთი იყოს, რომ ჩვენი ამბავი მეგონოს, შენი და ჩემი.
განათლების გზაზე არ გაჩერდე - აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები