მარტივი და სწრაფი გადახდის მეთოდი ბიზნესისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მცირე თუ დიდი ბიზნესების საქმიანობაზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს უწყვეტ რეჟიმში ქმნის და ავითარებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები დიდი ხანია, რაც ბიზნეს ინტერნეტბანკითა და ბიზნეს მობილბანკით სარგებლობენ. ეს ციფრული პროდუქტები საქმიანობისთვის ყველა საჭირო ფუნქციონალს მოიცავს, განახლებადი სერვისები კი ფინანსური ოპერაციების შესრულებას დღითიდღე ამარტივებს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესმომხმარებლებს ახალი სერვისი — ბმულით გადახდა შესთავაზა. ბიზნესებს, როლებიც სოციალური ქსელებით ვაჭრობენ, მომხმარებლისთვის ბმულის გაგზავნა და ამ გზით თანხის მიღება უკვე შეუძლიათ. შედეგად კი, გადახდის პროცესი უფრო კომფორტული ხდება როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ქართული ბრენდი Flying Ace, რომელიც საბავშვო აქსესუარებს ონლაინ ყიდის, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. იმის შესახებ, თუ ონლაინ გადახდების რა მეთოდებს იყენებს Flying Ace და რა მოლოდინებია ბმულით გადახდის სერვისთან დაკავშირებით, ბრენდის თანადამფუძნებელი, ნუცა ქისტაური, გვესაუბრა.
"Flying Ace-ის მთავარი პროდუქტებია ეკოლოგიურად სუფთა მასალის წინდები და ორგანული ბამბით შექმნილი მანტიები, რომლებიც ქართველი ხელოვანების მიერ არის ილუსტრირებული. ამასთანავე, კაფსულური კოლექციის სახით, საცურაო კოსტიუმები და საზაფხულო ქუდებიც შევქმენით. ჩვენი მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ვაწარმოოთ, რომლებიც არა მხოლოდ უსაფრთხო იქნება, არამედ ბავშვების კოგნიტიურ განვითარებასაც ხელს შეუწყობს. ონლაინ გადახდები ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, რადგან ბრენდის გარკვეული ხაზის პროდუქციის გაყიდვა სწორედ ამ გზით ხდება. დღეს ონლაინ გაყიდვები უკონკურენტოა, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი და ძალიან ხელსაყრელი რეალიზაციის საშუალებაა", — ამბობს ნუცა ქისტაური.
ბმულით გადახდის სერვისი მოსახერხებელი მეთოდია მათთვის, ვისაც მაღაზიაში გადახდის ონლაინ მეთოდები არ აქვს ინტეგრირებული, ან ურჩევნია, სწრაფად, მიიღოს გადახდა. ამ მეთოდის დახმარებით, მომხმარებელთან კომუნიკაციაც უფრო კომფორტული შეიძლება გახდეს.
"ონლაინ გადახდებისას ყველაზე გავრცელებული პრობლემა დროის ფაქტორია, რაც ყიდვის პროცესს ახანგრძლივებს და ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ვადითაც აჩერებს. ამის აღმოსაფხვრელად კი შემდგომ დამატებითი დიჯიტალ მარკეტინგის აქტივობების ჩაშვება გვიწევს ხოლმე, რაც გარკვეულ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ბმულით გადახდის ფუნქციონალი ჩვენთვის ახალი და ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა ონლაინ გადახდები ვაწარმოოთ და სამიზნე აუდიტორიას მათთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე იოლი ფორმით მივაწოდოთ. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც ჩვენ, როგორც მწარმოებლები, საქართველოს ბანკის ბმულით გადახდის ფუნქციონალს ვირჩევთ", — აღნიშნა ნუცა ქისტაურმა.
ბმულით გადახდის მოდული გადახდების მენეჯერს დაემატა და უკვე გააქტიურებაც შეგიძლიათ. რაც მთავარია, ბმულით გადახდის მეთოდის გამოყენებისთვის არ არის საჭირო, ვებგვერდი გქონდეთ. შეგიძლიათ, რომ გადახდის ბმული მომხმარებელს პირად მიმოწერაში გაუზიაროთ, თანხა კი თქვენი ბიზნესის ანგარიშზე ავტომატურად აისახება. ამასთანავე, ბმულით გადახდის მეთოდი საშუალებას გაძლევთ, მიღებული თანხები უკეთ აკონტროლოთ და ბიზნესიც უფრო ეფექტურად მართოთ.
"ბმული გადახდის მეთოდის მთავარი და ძირითადი უპირატესობაა უფრო სწრაფი, მყისიერი პროცესები ბიზნესის მხრიდან და უფრო მარტივი შეძენის პროცესი მომხმარებლისთვის, რადგან იზოგება დრო, რესურსი და ენერგია. ვფიქრობ, საგრძნობლად გაგვიმარტივდება CRM დოკუმენტის მართვა და შემდგომ შესაბამისი კლასიფიკაციების მიხედვით ჩვენი მიზნებისთვის გამოყენება. შეგვიძლია, შევამოწმოთ უკვე დაგენერირებული ბმულის ჭრილში მიღებული ტრანზაქციები, მივიღოთ ინფორმაცია ბმულის სტატუსის, სახელისა და თარიღის შესახებ" — აღნიშნა ნუცა ქისტაურმა.
ბმულით გადახდის სერვისის გააქტიურებას ბიზნეს მენეჯერიდან მარტივად შეძლებთ. გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოთ ბმულით გადახდა, გაეცნოთ სერვისის უპირატესობებს, ბოლოს კი "გადახდის დამატებას" დააჭიროთ.
-
ჩინეთის მისიამ სავარაუდოდ მიაღწია დედამიწის "მინი-მთვარეს" — რა არის ცნობილი ჩინეთის მისიამ სავარაუდოდ მიაღწია დედამიწის "მინი-მთვარეს" — რა არის ცნობილი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
გადახედვა
-
სტილს ყოველთვის ბევრი ფული არ სჭირდება — ზენდეია პარიზში $34.99-იანი მეორეული მაისურით გამოჩნდა სტილს ყოველთვის ბევრი ფული არ სჭირდება — ზენდეია პარიზში $34.99-იანი მეორეული მაისურით გამოჩნდა
გადახედვა
-
ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა
გადახედვა
-
წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა
გადახედვა
-
ნახეთ: ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ირმის ნახტომის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა ნახეთ: ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ირმის ნახტომის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს
გადახედვა
-
თელავის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საჯარო შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 500 ლარით დააჯარიმა თელავის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საჯარო შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ფსსს: კორუფციულ საქმეებზე 400 და 600 ლარის ქრთამის აღებისთვის 2 პირი დააკავეს ფსსს: კორუფციულ საქმეებზე 400 და 600 ლარის ქრთამის აღებისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ნოდარ მელაძე: "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა ნოდარ მელაძე: "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა
გადახედვა
-
"ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ — მიითვისეს პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედების ₾2 მლნ-ზე მეტი "ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ — მიითვისეს პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედების ₾2 მლნ-ზე მეტი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი და ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს — შუა აზიას ირაკლი კობახიძე: ყაზახეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი და ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს — შუა აზიას
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში
-
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია
გადახედვა
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები