$150-მილიონიანი წინადადების მიუხედავად, ნეტფლიქსს "ქარიშხლიანი უღელტეხილი" არ ერგო
ფოტო: Chanel
ქარიშხლიანი უღელტეხილის ეკრანიზაციის უფლების მოსაპოვებლად კინოსტუდიების დაძაბული ბრძოლა Warner Bros.-ის გამარჯვებით დასრულდა. რეჟისორ ემერალდ ფენელის ფილმზე, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი შეასრულებენ, კომპანიამ $80 მილიონის სანაცვლოდ მიიღო უფლებები.
უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ ბრძოლაში სტრიმინგ გიგანტი ნეტფლიქსი დამარცხდა, თანაც $150-მილიონიანი წინადადებით. პროექტის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, რობიმ, რომელიც ამავდროულად პროდიუსერია, კინოდისტრიბუცია და მარკეტინგული კამპანიის ჩატარება Warner Bros.-ს მიანდვეს.
ჰოლივუდის ერთ-ერთი აგენტის ცნობით, ნეტფლიქსი შედეგით "გაოგნებულია", რადგან კომპანია აქამდე თითქმის ყოველთვის იგებდა მსგავს ბრძოლებს სოლიდური შეთავაზების წამოყენებით. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კინოინდუსტრიაში ტენდენციების ცვლილებაზე მიანიშნებს: ფილმის შემქმნელები უკვე ტრადიციულ პრემიერას ამჯობინებენ და უარს ამბობენ, ნამუშევარი პირველად სტრიმინგ პლატფორმაზე განათავსონ, იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელმა შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიაზე გაიყვანოს.
"ნეტფლიქსს გამომწერების უდიდესი რაოდენობა ჰყავს და მასშტაბითაც ყველაზე დიდია, რაც საშუალებას აძლევს, თამაში საკუთარი წესებით წარმართოს. თუმცა, იზრდება იმ რეჟისორებისა და კინოვარსკვლავების რიცხვიც, რომლებიც მათ წინადადებაზე თავაზიანი უარით პასუხობენ", — აღნიშნავს ანალიტიკოსი ერიკ ჰენდლერი.
ფოტო: Rafael Henrique / SOPA Images / LightRocket / Getty Images
ტენდენციების ცვლილების შესაბამისად ამჯობინებენ მოქმედებას ის რეჟისორებიც, რომლებსაც უკვე გაფორმებული აქვთ ნეტფლიქსთან კონტრაქტი. მაგალითად, გრეტა გერვიგი, რომელიც კომპანიისთვის ნარნიის ქრონიკების ორი კინოეკრანიზაციის გადაღებას აპირებს, გავრცელებული ცნობით, ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ფილმები მაყურებელმა ჯერ კინოთეატრებში იხილოს. ეს გერვიგის წინა ნამუშევრის, ბარბის, კომერციულ წარმატებასაც უკავშირდება: ფილმმა $1,45 მილიარდამდე გამოიმუშავა.
აი, ქარიშხლიანი უღელტეხილის გადაღებები კი 2025 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს. ეს გეგმა ალბათ ცოტათი მოუხერხებელი იქნება ჯეიკობ ელორდისთვის, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში იწყებს სერიალ ეიფორიის მე-3 სეზონზე მუშაობას.
ქარიშხლიანი უღელტეხილის მორიგი ეკრანიზაციის ამბავი ივლისის თვეში შევიტყვეთ, როცა გასული წლის გახმაურებული ფილმის, Saltburn-ის, რეჟისორმა, ემერალდ ფენელმა, მომავალი პროექტის შესახებ სოციალური ქსელით გვაცნობა. მალევე გაირკვა ფილმში მონაწილე მსახიობების ვინაობაც; აღსანიშნავია, რომ ელორდი, რომელიც ჰითკლიფს განასახიერებს, Saltburn-შიც მთავარ როლს ასრულებდა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები