ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

29 Oct. 2024, 14:41

"ძლიერი საქართველოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, "ძლიერი საქართველო" არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეც-ოპერაცია და შესაბამისად მის შედეგებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ძლიერი საქართველოს შტაბში ამ დროისთვის თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები. ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ ეს არის ის სქემა, რომლითაც მიიტაცეს არჩევნები. მე ვსაუბრობ არაფერ განსაკუთრებულზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები. თუ არ გაყალბებულა, თუ არ გამოყენებულა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა, გასაჯაროვდეს იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ. ამასთან, მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენი შტაბი, ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ამ ეტაპზე დაწერილია ათეულობით საჩივარი, რომელიც ეხება მძიმე დარღვევებს საარჩევნო პროცესში, დაწყებული ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევით, გაგრძელებული ისეთი მძიმე დარღვევებით, როგორიც არის ზეწოლა და უპრეცედენტო შევიწროება დამკვირვებლებისა, რომლებიც პროცესზე დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ხდებოდნენ მსხვერპლნი მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორების, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა და არაერთი ფაქტი, მარკირების წესის დარღვევა, ორი ბიულეტენის გაცემა ერთ ამომრჩეველზე, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელსაც უშუალო გავლენა ჰქონდა საარჩევნო პროცესზე. ამ და სხვა დარღვევების დოკუმენტირება შესაბამისი მასალის შეგროვება ახლაც მიმდინარეობს ჩვენს შტაბში, ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი და არასამართლებრივი და კანონიერი საშუალების გამოყენებას, რომ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა, ამასთან დაკავშირებით გაირკვეს სრული სიმართლე და დამტკიცდეს ქართველი ხალხის ნება. ეს არჩევნები არის მიტაცებული, ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არც პროცესს და არც შედეგებს!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…