ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

10 Dec. 2024, 15:06

არალეგიტიმურმა, თვითმარქვია და ძალადობრივმა რეჟიმმა ცვლილებების შეტანა დააანონსა, რომლის საფუძველზეც საქართველოში პოლიციელი არა კონკურსის საშუალებით, შესაბამისი კვალიფიკაციის შემოწმების, სათანადო პროცედურების გატარების შემდეგ კი არ დაინიშნება, არამედ ერთპიროვნულად მინისტრის მიერ. ეს ის მინისტრია, რომელიც 12 დღეა დამალულია, როცა მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი უწყება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მასობრივ ტერორს, ძალადობასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეშ დარღვევას აწარმოებს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სისტემა კრიზისში შევიდა. მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომლის ხელს იმ უკანონობას და ძალადობას მოაწერს, რასაც ხელისუფლებად წოდებული, უკანონო და თვითმარქვია რეჟიმი ამ ადამიანებს აიძულებს.

სისტემის კრიზისში შესვლა, საქართველოს მოქალაქეების პრინციპულმა, სამართლიანმა პროტესტმა აიძულა, კონსტიტუციური გადატრიალების წინააღმდეგ, რომელიც რუსი ოლიგარქისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელდა. ეს არის კარგი. ეს ნიშნავს, რომ სისტემის კრიზისი, სისტემის სრული ჩამოშლით, ახალი არჩევნებით, ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება. ასევე ძალოვან უწყებებში რეალური ცვლილებით, რაც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის პოლიციელები კანონთან ასოცირდებოდეს და არა უკანონობასთან, უფლებების დაცვასთან ასოცირდებოდეს და არა ძალადობასთან და რეპრესიებთან.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, ვისაც დღეს მუნდირი აცვია — ნუ წახვალთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ და უკანონო მითითებებს ნუ დაემორჩილებით, რომელსაც გაძლევენ! თქვენ იცით რა არის თქვენი საქმე — თქვენი საქმეა კანონის დაცვა და არა უკანონო ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება.

ახალ რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ყველა იმ ადამიანს დაეყრდნობა, ვისთვისაც პოლიციელის მუნდირი და სტატუსი, კანონისა და უფლებების დაცვას ნიშნავს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
  2. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  3. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  4. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
  5. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველო-EU-ის პარტნიორობას — საგარეო უწყება ჰერჩინსკის დაბარებაზე

საგარეო უწყება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით,…