მიხეილ ყაველაშვილი

28 Oct. 2024, 10:37

"სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს - სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა.

რა თქვა - მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია.

მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს.

ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე — 12 ყოველწლიური ღონისძიების - ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების…