ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია — PILANI Ceramics
ფოტო: საქართველოს ბანკი
მცირე თუ დიდი ბიზნესების ხელშეწყობას საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერი ასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ახლახან პლატფორმას ახალი სერვისი — ბმულით გადახდა დაემატა. თუ სოციალური ქსელებით ვაჭრობთ და თქვენი ბიზნესისთვის ვებგვერდი არ გაქვთ, ახალი სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ მომხმარებელს პირდაპირ ბმული გაუგზავნოთ და გადახდის პროცესი გაუმარტივოთ.
კერამიკის სახელოსნო PILANI Ceramics, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია და ონლაინ გადახდებსაც ხშირად იყენებს. როგორია სახელოსნოს ისტორია და გამოცდილება, ონლაინ გადახდის რა მეთოდებს იყენებს და რა მოლოდინებია ბმულით გადახდასთან დაკავშირებით — ამ საკითხების შესახებ Pilani Ceramics-ის თანადამფუძნებელი, ირინა გლოველი, გვესაუბრა.
"PILANI Ceramics არის კერამიკის სახელოსნო, რომელიც ორი წლის წინ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ მას შემდეგ, რაც კერამიკაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სტუდიაში მივიღეთ. მაშინ ზუსტად ვიცოდით, რომ სწორედ კერამიკა აერთიანებს იმ შემოქმედებით თუ ბიზნეს შესაძლებლობებს, რასაც ჩვენს მომავალ საქმიანობას დავუკავშირებდით. დღეს სახელოსნოში ვქმნით კერამიკის მრავალფეროვან ნაკეთობებს, რომლებიც საკუთარ ისტორიას ჰყვება, შემდგომში კი ამ ისტორიის ნაწილი ჩვენი თითოეული მომხმარებელი ხდება. PILANI Ceramics მომხმარებელს ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ დიზაინერებთან, კორპორატიულ დამკვეთებთან და მათთვის სასურველ ინტერიერის დეტალებსა თუ სხვა ნაკეთობებზე ვმუშაობთ. ჩვენი ბიზნესის საცალო გაყიდვების დიდი წილი სწორედ ონლაინ გაყიდვებზე მოდის. აქედან გამომდინარე, ონლაინ გადახდების გამოყენება ძალიან ხშირად გვიწევს და ბიზნესის ზრდასთან ერთად იმატებს", — ამბობს ირინა გლოველი.
გადახდის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ანგარიშის ნომრის თუ სხვა დეტალების გაზიარებას მოითხოვს, ბმულით გადახდა ზოგავს დროს და კომფორტულია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. მომხმარებლისთვის შექმნილი სასიამოვნო გამოცდილება კი გაყიდვების ზრდაზეც აისახება. გარდა ამისა, როგორც ირინა გლოველი აღნიშნავს, ბმულით გადახდა მომხმარებლის მხრიდან ბიზნესისადმი სანდოობასაც გაზრდის.
"ამ ეტაპზე ვიყენებთ ბიზნეს ანგარიშზე ჩარიცხვის მეთოდს, რომელიც მომხმარებლისთვის საბანკო რეკვიზიტების გაზიარებას გულისხმობს. პროდუქტის ყიდვის შემდეგ, მომხმარებელს უწევს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადმოგზავნა დამატებით, რაც გარკვეულწილად დისკომფორტია მისთვის და უხერხულობას იწვევს კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ბმულით გადახდის სერვისი მომხმარებელთან კომუნიკაციას ძალიან გაგვიმარტივებს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ გადახდის პროცედურა იქნება მარტივი, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უსაფრთხოება და სანდოობა ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ამ მეთოდით საშუალება გვექნება სოც. ქსელებით მიღებული მოთხოვნის შესაბამისად, შევქმნათ საგადახდო ბმული და მომხმარებლისგან მივიღოთ თანხა", — აღნიშნა ირინა გლოველმა.
ბმულით გადახდის მოდული გადახდების მენეჯერს უკვე დაემატა. ბმულით გადახდის მოდული საშუალებას გაძლევთ, უკვე დაგენერირებული ბმულის მეშვეობით მიღებული ტრანზაქციები შეამოწმოთ და ასევე, ბმულის სტატუსის, სახელისა და თარიღის შესახებ სრული ინფორმაციაც მიიღოთ. ამასთანავე, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ახალი ბმულის შექმნაც შეგიძლიათ და შემდგომ გაყიდვების ანალიტიკის წარმოებაც.
"ვფიქრობ, ბმულით გადახდის გამოყენებით მომხმარებელთან გამარტივდება კომუნიკაცია და აღარ შეიქმნება უხერხულობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა იწვევს. გარდა ამისა, ბიზნესის მართვის პროცესში ჩვენი ბიზნესი მეტად დაცული იქნება თანხის მიღებისა და აღრიცხვის ნაწილშიც. ონლაინ გაყიდვების ზრდასთან ერთად, მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზებაა საჭირო, რომელიც მას შეძენის პროცედურას უმარტივებს და მაქსიმალურად უსაფრთხოა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის საჭირო კომფორტის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ირინა გლოველი.
თუ ჯერ არ გაგიაქტიურებიათ ბმულით გადახდის სერვისი, ამას ბიზნეს მენეჯერიდან მარტივად შეძლებთ. გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოთ ბმულით გადახდა და კი ახალი ბმულის შექმნას დააჭიროთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები