"გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის, ევროპული მომავალი სასწორზეა" — BBC სტატიას აქვეყნებს
ფოტო: BBC
BBC-მ საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის, ევროპული მომავალი სასწორზეა", სადაც ეხმაურება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მომავალ არჩევნებს.
სტატიის თარგმანი სრულად:
"აირჩიეთ მშვიდობა და არა ომი" - ეს არის მთავარი გზავნილი ქართული ოცნებისგან, პარტიისგან, რომელიც საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებაშია.
26 ოქტომბერს ქართველების გადამწყვეტი არჩევანის წინ, რუსეთის ომი უკრაინაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში.
ბილბორდებზე დაბომბილი უკრაინული ეკლესიები და საცურაო აუზები, გადამწვარი ავტობუსები და სასკოლო საკლასო ოთახებია ნაჩვენები და ისინი საქართველოს მშვიდობიან ცხოვრების ამსახველ ფოტოებთან არის შედარებული.
ნაგულისხმევია, რომ ოპოზიცია საქართველოს უკრაინის მსგავს ომში ჩაითრევს, ხოლო ქართული ოცნება მშვიდობის გარანტიას იძლევა.
ეს ძლიერი გზავნილია 3,7 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და 2008 წელს მეზობელთან მოკლე, მაგრამ დამანგრეველი კონფლიქტი გადაიტანა.
ქვეყნის ოპოზიციის თქმით, რომელიც მომავალ არჩევნებში რამდენიმე პროდასავლური კოალიციითაა წარმოდგენილი, ნამდვილი საფრთხე ევროკავშირში გაწევრების ერთჯერად შესაძლებლობასთან ერთად, ქართული დემოკრატიის დაკარგვაა.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მაგრამ ევროკავშირმა გაწევრების პროცესი ქართული ოცნების მიერ გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკისა და 2024 წლის ივნისში მიღებული საკამათო "უცხოური გავლენის" კანონის გამო, გაყინა.
ეს არის კანონი, რომელმაც გაზაფხულზე ათი ათასობით ახალგაზრდა ქართველი დემონსტრანტი ქუჩაში გამოიყვანა. კანონი მოითხოვს, რომ მედია და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედნი. დემონსტრანტები კანონს ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საფრთხედ მიიჩნევდნენ
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის რუსული კანონითაა შთაგონებული, რომელიც დისიდენტობის ჩასახშობად გამოიყენება.
საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური ჯგუფების აკრძალვის დაპირება გასცა იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. სწორედ მან დააარსა მმართველი პარტია და ამჟამად მისი საპატიო თავმჯდომარეა.
ის ყველა ოპოზიციურ ჯგუფს საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის სახელწოდებით აერთიანებს, როგორც კოლექტიურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას.
"დღეს, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც საზღვარგარეთიდან უჭერენ მხარს, ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას არეულობის გზით და ქვეყნის ომსა და ქაოსში ჩათრევას", — უთხრა ივანიშვილმა მხარდამჭერებს ბათუმში 10 ოქტომბერს, — "ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო. ამიტომაც სჭირდება საქართველოს, რომ მმართველმა პარტიამ 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს".
ომის საფრთხე და სხვა "საფრთხეები" მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პროსამთავრობო მედიაში.
მათ შორისაა იდეა, რომ ევროპას სურს ქართველი მამაკაცები გეებად აქციოს ან რომ "უცხოელი აგენტების" არმია ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოებიდან და თავისუფალი მედიიდან "გლობალური ომის პარტიის" შეთქმულების ნაწილია, რათა რევოლუციის გაღვივებას შეუწყოს ხელი.
დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში, რამდენიმე ასეული მხარდამჭერი სცენაზე გამოსულ ნიკა გვარამიას უსმენდა, ოპოზიციური კოალიციიდან ცვლილებებისთვის, რომელსაც უკანა ფონად ეკრანებზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები უნათებდა.
"ჩვენი მომავალი ევროპაშია", — ამბობდა ის.
მისი კოალიცია მიზნად ისახავს, მიიზიდოს საქართველოს Z თაობის ამომრჩევლები - სწორედ ის ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილიც "უცხოური გავლენის" კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა.
სცენიდან ჩამოსვლისას მან BBC-ს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნები არსებითად, რეფერენდუმია საქართველოს ევროპულ მომავალზე.
"არ არსებობს რაიმე საფრთხე მშვიდობისთვის საქართველოში," — თქვა გვარამიამ, — "ეს რუსული პროპაგანდაა. ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხია, როგორ გადავრჩეთ. როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ეს არის საკითხი — რუსეთი თუ ევროპა."
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მომავალი კვირის კენჭისყრა საქართველოში პირველ კოალიციურ მთავრობას მოიყვანს და დაასრულებს იმას, რასაც ისინი ქართული ოცნების "ერთპარტიულ მმართველობას" უწოდებენ.
თუმცა, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტ გამარჯვებას მოიპოვებს.
"ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ მაქსიმუმს მხარდაჭერის რეიტინგში, ძირითადად ორი ფაქტორის გამო. პირველი არის ის, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოფილია. მეორე არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში", — განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბერს, პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
კრიტიკოსები კი იმ ქართველების რაოდენობაზე მიუთითებენ, რომლებიც სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს 243 000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
"თუ ეკონომიკა ასე საოცრად კარგად მუშაობს, რატომ ტოვებენ ქართველები ქვეყანას?" — კითხულობს ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უფროსი მკვლევარი.
ოპოზიცია ჩივის, რომ ხელისუფლებამ არ მოაწყო საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნები საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ თვეს განაცხადა, რომ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნიდა.
ევროკავშირმა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ თავიანთი აზრი გამოთქვეს იმ მიმართულების შესახებ, სადაც "ქართული ოცნება" მიაქანებს ქვეყანას — საუბარია დემოკრატიის უკუსვლასა და ნარატივებზე, რომლებიც მხოლოდ რუსეთს ემსახურება.
სამშაბათს გაერთიანებულმა სამეფომ ყოველწლიური უსაფრთხოების დიალოგი გაყინა საქართველოსთან, საქართველოში ბრიტანელმა ელჩმა შეშფოთება გამოთქმა დემოკრატიის დაქვეითებისა და ქართული მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის გამო.
კრემლი ამტკიცებს, რომ არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ამბობს, რომ დასავლეთი მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად "უტიფარ მცდელობებს" მიმართავს.
თუმცა, დიდი ქალაქების მიღმა, ბევრ ქართველს მაინცდამაინც გეოპოლიტიკა არ აწუხებს.
თვეების განმავლობაში, 66 წლის თამაზ ნეფარიძე და სხვები შუქრუთიდან პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათი სოფელი ჭიათურის ზემოთ გორაკზე უზარმაზარი მიწისქვეშა მაღაროების ქსელის გამო ინგრეოდა.
ისინი თავიანთ გაჭირვებაში სამთო კომპანიასა და მთავრობას ადანაშაულებდნენ.
"ყველანაირი მოლოდინი დავკარგე. არ მგონია, რომ ამ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ამ ყველაფრის არ მჯერა", - ამბობს ის", — წერია BBC-ის სტატიაში, რომელიც თარგმნა "მთავარმა"
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურა Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურა
გადახედვა
-
ვაშლიჯვარში 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს ვაშლიჯვარში 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება
გადახედვა
-
Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მასუდ პეზეშკიანი მიხეილ ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის მასუდ პეზეშკიანი მიხეილ ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა — ძლიერი სიცხის ფონზე ევაკუირებულია 1000-მდე მცხოვრები ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა — ძლიერი სიცხის ფონზე ევაკუირებულია 1000-მდე მცხოვრები
გადახედვა
-
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები