შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

16 Oct. 2024, 16:23

"ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთი ხელნაწერი რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს, ან ასე შემდეგ, ამაში დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, იმიტომ რომ ეს როგორი წყალობა გაიღო ამ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაცა გაგვიკეთა და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა. სხვათა შორის შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ დღეს, როგორ ამბავში იყვნენ რომ აბა იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას? ვინ გაახსენდა ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა ფული არა აქვს ? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არა აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, რატომ გაახსენდა იმ მომენტში ყველას ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ნაწერს საქართველოში. აი ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი, როგორც აღმოჩნდა მისი იმედი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…