სუს-ი: არჩევნების წინ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება იგეგმება
სუს-ის ინფორმაციით, არჩევნების წინ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება იგეგმება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.
ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", — ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გადახედვაგახარიას გუნდი: ზეწოლა და მოსყიდვა ხორციელდება პარტიის მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებზე გახარიას გუნდი: ზეწოლა და მოსყიდვა ხორციელდება პარტიის მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებზე
-
გადახედვაUEFA-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა UEFA-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა
-
გადახედვაგასულ წელს ტყეებს ნახშირორჟანგი თითქმის არ შთაუნთქავს — კვლევა გასულ წელს ტყეებს ნახშირორჟანგი თითქმის არ შთაუნთქავს — კვლევა
-
გადახედვამკვლევრების თქმით, ლუციდური სიზმრის მომენტში ორი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირეს მკვლევრების თქმით, ლუციდური სიზმრის მომენტში ორი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირეს
-
გადახედვამეცნიერებმა ოკეანის ფსკერის ქვეშ მდიდარი ეკოსისტემა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოკეანის ფსკერის ქვეშ მდიდარი ეკოსისტემა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშარლ მიშელი: საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე არიან შარლ მიშელი: საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე არიან
-
გადახედვანახეთ: The Beatles-ის ყველაზე პოპულარული სიმღერა Spotify-ზე ნახეთ: The Beatles-ის ყველაზე პოპულარული სიმღერა Spotify-ზე
-
-
გადახედვამაიმუნისთვის მხედველობის აღსადგენად ადამიანის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს მაიმუნისთვის მხედველობის აღსადგენად ადამიანის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს
-
გადახედვაეგვიპტეში გიზის მუზეუმი სატესტო რეჟიმში გაიხსნა ეგვიპტეში გიზის მუზეუმი სატესტო რეჟიმში გაიხსნა
-
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა $64 900 000 გაყიდა, ლარის კურსმა 2.7139 შეადგინა ეროვნულმა ბანკმა $64 900 000 გაყიდა, ლარის კურსმა 2.7139 შეადგინა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი აქვთ შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი აქვთ
-
გადახედვარა არის "ღია მმართველობის პარტნიორობა", რომლის წევრობაც საქართველოს შეუჩერეს? რა არის "ღია მმართველობის პარტნიორობა", რომლის წევრობაც საქართველოს შეუჩერეს?
-
გადახედვაყაზახეთი BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადს არ აკეთებს ყაზახეთი BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადს არ აკეთებს
-
-
გადახედვა65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმე პროკურატურამ უზენაესში გაასაჩივრა 65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმე პროკურატურამ უზენაესში გაასაჩივრა
-
გადახედვავრცელდება ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს ვრცელდება ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს
-
გადახედვაპაპუაშვილი ზოსიმეს ხელნაწერზე: ერთი მადლობა გენანებათ ბიძინა ივანიშვილისთვის პაპუაშვილი ზოსიმეს ხელნაწერზე: ერთი მადლობა გენანებათ ბიძინა ივანიშვილისთვის
-
-
გადახედვასამოქალაქო იდეა: მმართველი პარტიის მთავარი დამფინანსებლები რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული სამოქალაქო იდეა: მმართველი პარტიის მთავარი დამფინანსებლები რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული
კომენტარები