სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

12 Oct. 2024, 01:34

"ჩვენ მომსწრე გავხდით როგორ დატოვა კომპანია "მეტროს" შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია იმისა, რომ არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი კულტურა, სადაც არ არის აზრის თავისუფალი გამოხატულება და ცხადია, ლიტერატურა ის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა თავისუფალია.

ჩვენ, ამ ქვეყნის ცხოვრებაში, გავლილი გვაქვს ისეთი პერიოდები, როდესაც არსებობდა შეზღუდვები და დიდი ცენზურა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანამ და მისმა მწერლებმა შეძლეს, გაევლოთ ძალიან ვიწრო გზაზე. ეს ალბათ, დიდწილად თავისუფალი წლების დამსახურებაა, რომ საქართველოს კულტურამ იმ 70 წელს გაუძლო.

ახლა ჩვენ არ გვაქვს იგივე განსაცდელი, მაგრამ დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…