ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

11 Oct. 2024, 10:06

"რეალურად ის რას აკეთებდა: მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები. თითოეული მისი ეს მძიმე ქმედება დაკავშირებული იყო სწორედ ამ დავალებასთან. პანკისის ამბავი პირდაპირ ამას ნიშნავდა, შეურაცხყოფილი დარჩა იქ სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო შეგნებულად ასე გაკეთებული.

შიგნით იყო მუდმივად გარჩევები ამასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ვფრთხილობდით. მესტია შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ზუსტად იგივე, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო ზუსტად ასე დაგეგმილი, ამისკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი.

ბასიანი გახსოვთ, სადაც პირველად დაუპირისპირა ხელოვნურად ერთმანეთს პოლიცია და ახალგაზრდები. ეს იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა და 20 ივნისი, როდესაც არ გამოიყენა არც გაზი, არც წყლის ჭავლი, ეს არის ყველაზე რბილი ფორმები ხომ, იმისათვის, რომ შენ არავის არაფერი დაუშავო და თან სახელმწიფოს ინტერესებიც დაიცვა. სპეციალურად არ გამოიყენა არც ერთი, არც მეორე, სპეციალურად წინა ჭიშკრის წინ დააყენა სპეცრაზმი და პოლიციელები იმისათვის, რომ მჭიდრო კონტაქტი ყოფილიყო მათსა და მოძალადე მომიტინგეებს შორის, რათა ესკალაცია მაქსიმალურად გაღრმავებულიყო აქციის დროს და ასეთ დროს უკვე საქმე მივიდა რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი.

ეს იყო დავალების შესრულება გამომდინარე იქიდან, რომ ეს კაცი თვალდახუჭული აკეთებდა ყველაფერს, რასაც გარედან ავალებდნენ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ