ნიკა მელია

9 Oct. 2024, 21:40

საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც თავის დახრას და ბოდიშის მოხდას გვთხოვს სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია! ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც არის სიმართლე და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ.

26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და მშობლებს, რომლებიც იმსახურებენ მოესწრონ ბედნიერ, განვითარებულ, ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოს. ეს შეუძლებელია არ მოხდეს!

არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის.

გთხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ სახლში 26 ოქტომბერს. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენ ჩვენი რეგისტრაციის ადგილებს. ძალიან ბევრი ემიგრანტი მიდის ასობით კილომეტრის გასავლელად, რომ იქიდან შემოგვხედოს. ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს თბილისში, ან 25 ოქტომბერს, ან 26 ოქტომბერს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს. 26 ოქტომბერს, საღამოს 8:00 საათზე ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებინოს წარმატება, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება და რწმენა საკუთარ თავებში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…