ჯოან როულინგი ახალ, საი-ფაი რომანს წერს
ფოტო: Getty Images
ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელი ჯოან როულინგი ახალ რომანზე მუშაობს. ამჯერად, წიგნი არც ჯადოქრებზე არ იქნება და არც კერძო დეტექტივზე — როულინგის თქმით, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანის წერა დაიწყო. მწერალი ამ პროექტზე მთლიანად მას შემდეგ გადაერთვება, რაც დეტექტივების ათწიგნეულს, კორმორან სთრაიქის სერიას, ბოლომდე მიიყვანს.
ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ როულინგს სოციალურ ქსელში ჰკითხეს, აპირებს თუ არა სამომავლოდ კოსმოსური ოდისეის დაწერას.
"სთრაიქის დასრულების შემდეგ სამ სხვადასხვა წიგნზე მუშაობა შემიძლია", — უპასუხა როულინგმა, — "სამივე იმიტომ დავიწყე, რომ გამოუსწორებელი ვორკაჰოლიკი ვარ. თუმცა, პირველ რიგში რომელსაც დავასრულებ, ის სამეცნიერო ფანტასტიკაა და ვწუხვარ, მაგრამ მასში დედამიწაზე ხდება მოქმედება და არა კოსმოსში".
აი, მანამდე კი როულინგს, როგორც ვთქვით, დეტექტივების სერია აქვს დასამთავრებელი. კორმორან სთრაიქის სერიის გამოცემა მწერალმა რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით 2013 წელს დაიწყო. მაშინ ავტორს სურდა, თავის მორიგ რომანზე მკითხველების გულწრფელი შეფასება ისე მიეღო, რომ მათ არ სცოდნოდათ, ვინ იმალებოდა ფსევდონიმის უკან. თუმცა, როულინგის საიდუმლო მალევე გაცხადდა და სერიის პირველი წიგნიც, გუგულის ძახილი, ბესტსელერად იქცა. ამ დროისთვის როულინგს სთრაიქის შვიდი წიგნი აქვს გამოცემული. სერიის წიგნები მსოფლიოში 20 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია 43 ენაზე, მათ შორის, ქართულად.
ფოტო: Getty Images
ჰარი პოტერის შვიდწიგნეულის დასრულების შემდეგ, როულინგმა ასევე გამოსცა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი რომანი შემთხვევითი ვაკანსია (2012), რომელიც, სთრაიქის სერიის მსგავსად, სერიალად იქცა. ბოლო წლებში მწერალმა ასევე გამოაქვეყნა ორი საბავშვო წიგნი: იკაბოგი (2020) და საშობაო გოჭუნა (2021).
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები