კიმ კარდაშიანი ძმები მენენდეზების გასათავისუფლებლად ბრძოლას იწყებს
ფოტო: Getty Images/ On.ge
კიმ კარდაშიანი, რომელიც სამართლებრივ განათლებას იღებს და ამერიკის სასამართლოს უკვე არაერთი მაღალპროფილური საქმის გადახედვისკენ მოუწოდა, ამჯერად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის — ძმები მენენდეზების საქმით დაინტერესდა.
ერიკი და ლაილი ხოსე და კიტი მენენდეზების შვილები იყვნენ. ხოსე მენენდეზი წარმატებული ბიზნესმენი იყო — ოჯახი ბევერლი ჰილზში, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა და საზოგადოების მაღალ ფენას მიეკუთვნებოდა, თუმცა, რეალურად მათ იდილიურ ცხოვრებას საშინელი საიდუმლო ახლა თან. როგორც ძმები აცხადებენ, მამა მათზე ბავშვობიდან ძალადობდა.
ხოსე მენენდეზი საკუთარ შვილებს სისტემატურად აუპატიურებდა, სექსუალურად ავიწროებდა და ერთმანეთზე ძალადობას აიძულებდა, მაშინ, როცა კიტი მენენდეზმა ეს ყველაფერი იცოდა და თვალს ხუჭავდა. მართალია, ძმებზე წლების განმავლობაში აღბეჭდილი ფიზიკური და მენტალური ძალადობის კვალი გამოძიებამ აღმოაჩინა, თუმცა ერიკ და ლაილ მენენდეზები მაინც დაიჭირეს და თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯეს.
ძმებ მენენდეზებზე ახლახანს სერიალი გადაიღეს — Monsters, რომელიც, მაყურებელთა დიდი ნაწილის აზრით, ობიექტურად არ ასახავს მკვლელობის მოტივს და ძმების პერსპექტივას სათანადოდ არ აჩვენებს. სერიალმა ჰოლივუდის ყურადღება ხელახლა მიმართა მენენდეზებისკენ, რომლებიც უკვე 50-იან წლებში არიან, და მათი საქმე კვლავ აქტუალური გახადა.
კიმ კარდაშიანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში ძმების საქმეზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც NBC-სთვის დაწერილი ანალიტიკური ესეს მონაკვეთია.
"დროა, ძმები მენენდეზები გათავისუფლდნენ. ჩვენ ჩვენი გამოცდილებების შედეგი ვართ. ისინი განსაზღვრავენ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. დრო ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად გვცვლის, და მეეჭვება, ვინმე თავს იმავე ადამიანად მიიჩნევდეს, როგორიც 18 წლის ასაკში იყო — მე ნამდვილად არა! თქვენ გგონიათ, რომ ლაილ და ერიკ მენენდეზების სრული ისტორია იცით. მეც ასე მეგონა," — წერს კარდაშიანი.
კიმ კარდაშიანმა სასამართლოს მენენდეზების საქმის გადახედვისკენ და მტკიცებულებების ხელახლა განხილვისკენ მოუწოდა და საზოგადოებას აღუთქვა, რომ იქამდე არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ მენენდეზები სამართალს არ იპოვიან
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები