ელიზაბეთ ტეილორის 10 საქმრო და 10 ნიშნობის ბეჭედი
ფოტო: The Times
კლეოპატრა, კეტრინ ჰოლი, ქერონ პრინგლი... ელიზაბეთ ტეილორს მრავალი როლით ვიცნობთ, თუმცა მისი რეალური ცხოვრებაც კინემატოგრაფიულ შედევრს მოგაგონებთ. ძველი ჰოლივუდის უკანასკნელ კაშკაშა ვარსკვლავს დრამატული სასიყვარულო ისტორიები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოარჩევდა სხვა ცნობილი ადამიანებისგან, რის გამოც ხშირად ეხვეოდა ტაბლოიდებისა და პაპარაცების კრიტიკის ქარცეცხლში. ამ სტატიაში ელიზაბეტ ტეილორის 10 საქმროზე გიამბობთ და მის მომაჯადოებელ ნიშნობის ბეჭდებსაც გაჩვენებთ:
1. უილიამ პოული უმცროსი
ელიზაბეთ ტეილორი და უილიამ პოული უმცროსი
ფოტო: People
აშშ-ს არმიის პილოტი, უილიამ პოული უმცროსი ელიზაბეთ ტეილორის პირველი საქმრო იყო. მან ახალგაზრდა ტეილორს ცოლობა 1949 წელს სთხოვა, მაშინ, როცა მომავალი მსახიობი მხოლოდ 17 წლის იყო. პოულიმ ტეილორი ბალიშის ფორმის თეთრი ბრილიანტის ბეჭდით დანიშნა, რომელიც ქალის საქორწინო სამკაულთა კოლექციის პირველი ექსპონატი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტეილორმა ამ რომანს მისი "პირველი ზრდასრული სიყვარული" უწოდა, საბოლოოდ პოულიზე არ დაქორწინდა, რადგან გული ჰოლივუდისკენ მიუსწრაფოდა და დაოჯახება ამ ასაკში მის გეგმებში არ შედიოდა.
ფოტო: Ouros Jewels
2. კონრად ჰილტონი
ელიზაბეთ ტეილორი და კონრად ჰილტონი
ფოტო: People
კონრად ჰილტონი ელიზაბეთ ტეილორის პირველი ქმარი იყო. ჰილტონების სასტუმროების ქსელის 24 წლის მემკვიდრემ მსახიობს ცოლობა 1950 წელს, ოთხკარატიანი პლატინის ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. ქორწილი Metro Goldwyin Mayer-ის ორგანიზებით ჩატარდა და 18 წლის ელიზაბეთი ბევერლი ჰილზის ეკლესიაში დაქორწინდა. წყვილი რვა თვეში განქორწინდა, რადგან ჰილტონი ტეილორზე ფიზიკურად ძალადობდა და ალკოჰოლიზმის პრობლემა ჰქონდა.
ფოტო: Ouros Jewels
3. მაიკლ უაილდინგი
ფოტო: Getty Images
1952 წლის თებერვალში ელიზაბეთ ტეილორი ბრიტანელ მსახიობზე, მაიკლ უაილდინგზე დაქორწინდა. მასზე ოცი წლით უფროსმა უაილდინგმა ტეილორს ხელი საფირონისა და ბრილიანტის მსხვილი ბეჭდით სთხოვა. წყვილს თანაცხოვრებისას ორი ვაჟი, მაიკლ ჰოვარდი და კრისტოფერ ედვარდი შეეძინა და 1957 წელს განქორწინდნენ.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Ouros Jewels
4. მაიკ ტოდი
ელიზაბეთ ტეილორი და მაიკ ტოდი
ფოტო: Wikimedia
1957 წელს კინოპროდიუსერმა მაიკ ტოდმა 24 წლის ელიზაბეთ ტეილორს ცოლობა განსაცვიფრებელი, 29.4 კარატიანი კარტიეს ბეჭდით სთხოვა. ისინი მექსიკაში დაქორწინდნენ.
ტეილორის ყველაზე ცნობილი ქმარი რიჩარდ ბარტონია, თუმცა მისი მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მაიკ ტოდი იყო. მათი ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ტოდის პირადი თვითმფრინავი, The Liz (რომელსაც სახელიც ტეილორის პატივსაცემად დაარქვა), ავარიულად ჩამოვარდა 1958 წლის 22 მარტს, მათი ქორწინებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Ouros Jewels
სწორედ მაიკ ტოდმა აჩუქა ტეილორს კარტიეს დაუვიწყარი ბრილიანტის გვირგვინი, რომელიც მსახიობს 1957 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ეკეთა. "შენ ჩემი დედოფალი ხარ და გვირგვინიც გეკუთვნის," — ტეილორის მემუარებიდან ვიგებთ, რომ სწორედ ამ სიტყვებით უსახსოვრა ეს საჩუქარი ქმარმა.
ფოტო: Getty Images
5. ედი ფიშერი
ელიზაბეთ ტეილორი და ედი ფიშერი
ფოტო: Wikimedia
მომღერალი ედი ფიშერი, რომელიც ტეილორის გარდაცვლილი ქმრის, მაიკ ტოდის საუკეთესო მეგობარი იყო, ელიზაბეთ ტეილორის მეოთხე ქმარი გახდა. ფიშერზე დანიშვნისას მსახიობი ჯერ კიდევ ტოდის მიერ ნაჩუქარ ბეჭედს ატარებდა, ამიტომ მომღერალმა ნიშნობის აღსანიშნავად ტეილორს 40-კარატიანი ბრილიანტის სამაჯური აჩუქა. სამაჯურს 50 დამაბრმავებელი ბრილიანტი ამშვენებდა. წყვილი 1959 წლის 12 მაისს დაქორწინდა და 1962 წლამდე იყვნენ ერთად, იქამდე, სანამ ტეილორი კლეოპატრას გადასაღებ მოედანზე რიჩარდ ბარტონს გაიცნობდა.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
6. რიჩარდ ბარტონი
ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი
ფოტო: Vanity Fair
რიჩარდ ბარტონს ელიზაბეთ ტეილორისთვის ცოლობა ბეჭდით არ უთხოვია, თუმცა ჰოლივუდის ყველაზე მშვენიერ ქალს სწორედ უელსელმა მსახიობმა მიუძღვნა კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაულები, მათ შორის 33.19 კარატიანი კრუპის ბრილიანტი. ისინი 1964 წელს დაქორწინდნენ და 1974 წელს განქორწინდნენ. მათი ვნებიანი, დრამითა და ეჭვიანობით გაჟღენთილი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდს მუდამ ემახსოვრება – ბარტონზე და ტეილორზე არაერთი ფილმია გადაღებული. 1975 წელს ისინი მოკლე დროით ისევ დაქორწინდნენ, თუმცა მალევე, სამუდამოდ თქვეს რომანზე უარი.
ფოტო: Diamond Source of Virginia
ბარტონმა ელიზაბეთ ტეილორის სამკაულების კოლექციას ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები შემატა, მათ შორის, ბულგარის ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი. "ერთადერთი იტალიური სიტყვა, რომელიც ელიზაბეთმა იცის, ბულგარია," — ხშირად ხუმრობდა ბარტონი.
ფოტო: Bulgari
7. ჯონ უორნერი
ელიზაბეთ ტეილორი და ჯონ უორნერი
ფოტო: Getty Images
1976 წელს, იისფერ ტურბანსა და ვერცხლისფერი მელიის ქურთუკში გამოწყობილი ელიზაბეთ ტეილორი მომავალ სენატორზე, ჯონ უორნერზე დაქორწინდა. მის მარცხენა ხელს ლალისა და ბრილიანტის ქვებით შემკული ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა. ეს ტეილორის პირველი ფერადი ნიშნობის ბეჭედი იყო. წყვილი მაშინ განქორწინდა, როცა 1982 წელს უორნერი ამერიკის სენატორი გახდა და პოლიტიკოსის ცოლმა მუდმივი მარტოობა ვერ აიტანა.
ფოტო: Getty Images
8. ვიქტორ ლუნა
ელიზაბეთ ტეილორი და ვიქტორ ლუნა
ფოტო: Getty Images
მალევე, ტეილორი კვლავ დაინიშნა. 1983 წელს ის მექსიკელ ადვოკატს, ვიქტორ ლუნას ცოლობაზე დათანხმდა და 16-კარატიანი საფირონის ბეჭედი მოირგო, თუმცა ისინი არ დაქორწინებულან.
ფოტო: Ouros Jewels
9. დენის სტაინი
ელიზაბეთ ტეილორი და დენის სტენი
ფოტო: Getty Images
ლუნას მსგავსად, ვერც დენის სტაინმა მიაღწია მიზანს და ტეილორზე ვერ დაქორწინდა. მან მსახიობს ცოლობა ამეთვისტოთი გაფორმებული ბეჭდით სთხოვა. მიუხედავად წარუმატებელი რომანისა, ისინი ცხოვრების ბოლომდე მეგობრობდნენ.
ფოტო: Ouros Jewels
10. ლარი ფორტენსკი
ელიზაბეთ ტეილორი და ლარი ფორტენსკი
ფოტო: Getty Images
ლარი ფორტენსკი მშენებელი იყო, რომელიც ტეილორის მეშვიდე და უკანასკნელი ქმარი გახდა. მათ ერთმანეთი 1988 წელს, ბეტი ფორდის სამედიცინო ცენტრში გაიცნეს, მაშინ, როცა ტეილორი პნევმონიას მკურნალობდა. ფორტენსკიმ მსახიობს ცოლობა უბრალო ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. წყვილი ტეილორის ახლო მეგობრის, მაიკლ ჯექსონის რანჩოზე დაქორწინდა. მათი ქორწინება 5 წელი გაგრძელდა.
ფოტო: Ouros Jewels
ელიზაბეთ ტეილორის სამკაულები და სასიყვარულო ისტორიები არაერთი ფილმისა თუ წიგნის შთაგონება გახდა. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტეილორის ცხოვრების სიყვარული ძვირფასი ქვები იყო და — კაცები. "ქორწინებები დავასრულე, თუმცა კაცებთან ურთიერთობა — არა," — თქვა მსახიობმა ფორტენსკისთან განქორწინების შემდეგ. მართლაც, საინტერესო თავგადასავლები და თაყვანისმცემლების ნაჩუქარი სამკაულები ელიზაბეთ ტეილორს ცხოვრების ბოლომდე არ მოჰკლებია.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
კომენტარები