იაგო ხვიჩია

30 Sep. 2024, 15:44

"ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნებისთვის ეს რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია: გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა. თუნდაც ის, რომ ისინი მზადყოფნას აცხადებენ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ არის შეურაცხმყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ