ბადრი ჯაფარიძე

25 Sep. 2024, 17:23

"მინდა შევაფასო რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების დევნით, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით არის გამორჩეული. მისი ლოგიკით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტორად. მაგალითად: აშშ-ში ასეთი არის მსახიობი, რობერტ დენირო.

რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით რობერტ დენიროც პოლიტიკური აქტორია. ასევე, ტეილორ სვიფტიც, რომელმაც ახლახან ერთ-ერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ნება თავისი არ აქვს და ის არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული, რომლის ამოცანაა ანტიკორუფციული ბიურო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის გამოიყენოს და არა კორუფციული ფაქტების გამოსავლენად"

ასე გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" და "აირჩიე საქართველო" საარჩევნო აქტორებად არიან მიჩნეულნი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა

"107 წელია, "ბენტლი" ნებისმიერი მნიშვნელობით არაჩვეულებრივ ავტომობილებს აწარმოებს - სამაგალითო კომფორტით, ხელით…