ლისი ტრიო — ტრიო ჯგუფის სამარკო პროექტი და უნიკალური შეთავაზებები
ლისი ტრიო სამშენებლო კომპანია ტრიო ჯგუფის ინოვაციური, მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტსა და მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს. მისი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარედ, ამაშუკელის 5 ნომერში მიმდინარეობს და 2023 წელს დაანონსებულ, 10 საუკეთესო დეველოპერულ პროექტს შორის არის დასახელებული.
ტრიო ჯგუფის შეთავაზებები მომხმარებელს
მართალია, ბინების 60% მშენებლობის დასაწყისშივე გაიყიდა მაგრამ დრო ჯერ კიდევ გაქვთ. თანაც, ტრიო ჯგუფს ახლა განსაკუთრებული აქცია აქვს:
- ლისი ტრიოს ბინის 20%-იანი პირველადი შენატანით შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებთ პარკინგს;
- ლისი ტრიოს ბინის 10%-იანი პირველადი შენატანით შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 30 000 ლარამდე ფასდაკლებას;
- ან პირველადი შენატანის გარეშე შეძენის შემთხვევაში, შეგეძლებათ 30 თვეზე გადაანაწილოთ ღირებულების მხოლოდ 30%, დარჩენილი თანხა კი გადაიხადოთ მშენებლობის დასრულების შემდეგ.
როგორი იქნება ლისი ტრიო?
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება — მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ზონით. მიწისზედა ორი სართული კი კომერციულ ფართებს დაეთმობა, სადაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება.
სამი სართული საოფისე სივრცეებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეხუთედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად კომპლექსში გათვალისწინებულია ზღვის, მარილისა და ფინური სპა ცენტრი, 25-მეტრიანი ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი. დასაქმებული ადამიანებისთვის საქმიანი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად მოწყობილია სამუშაო სივრცეები, ღია და დახურული ზონები ბავშვებისთვის, კერძო საბავშვო ბაღი, რეკრეაციული ტერიტორია და ველობილიკი.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა — ახლოს დედაქალაქის ცენტრთან, თუმცა, ამავე დროს, გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთაა.
"ლისი ტრიო მობინადრეებს ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება როგორც მცირე ზომის საცხოვრებელი ფართები, ისე დიდ ოჯახებზე გათვლილი ბინები. შესაბამისად, ის ყველა ტიპისა და ინტერესის ადამიანის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.
ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით, უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული სპრინკლერის სისტემა უზრუნველყოფს", — აცხადებენ ლისი ჯგუფში.
ტრიო ჯგუფის გუნდი სამშენებლო ინდუსტრიაში 2016 წლიდან ოპერირებს. სწორედ მათ სახელთანაა დაკავშირებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ოქროყანის აპარტოტელი და კერძო დასახლებები.
ლისი ტრიო კომპანიის სამარკო პროექტია. პროექტის დაწყებისთანავე გუნდის მთავარი ორიენტირი ხარისხი, მობინადრეების მაქსიმალური კომფორტი და ეკომეგობრული ინვესტიცია იყო.
კომენტარები