გიორგი გახარია

25 Sep. 2024, 21:16

"ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, აშშ-ი არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას და მათთან საუბარი არ უნდათ. ჩემთვის ეს გასაგებია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჩადის და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ინტერესებზე ისაუბროს, ერთი კაცის ინტერესებზე საუბრობს : ფულს არ დაუბრუნებთ, არ დაუბრუნებთ — ამ სასულეებზე, რომ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მას არავინ დაელაპარაკება. ის , ხომ ფორმალურად როგორც ქვეყნის პირველი პირი ჩავიდა, შესაბამისად, ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არავინ ელაპარაკება. ასეთი ხელისუფლება რომ გვპირდება: "ყველაფრის მიუხედავად მე თქვენ 2030 წელს ევროპაში შეგიყვანთ" — უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ტყუილი და შასებისად სასოწარკვეთილებისგან ბევრ ტყუილს იტყვიან. როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია".

ამის შესახებ პარტია გახარია — საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს

ავიაკომპანია Red Wings რუსეთის რეგიონებსა და საქართველოს შორის ფრენების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ apsny.ge და…