კახა კალაძე: ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე და ა.შ.
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია, — ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გააჩერონ ავტომანქანები ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დგომა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს მიიღებს და სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია განხორციელდება.
"სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ნებისმიერი დიდი ინფრასტრუქტურული ცვლილების დროს, ქუჩებსა თუ გამზირებზე ვცდილობთ, დიზაინი მორგებული იყოს ფეხით მოსიარულეთა საჭიროებაზე, ეკო-მეგობრულ ტრანსპორტზე და საავტობუსო პრიორიტეტზე. ნებისმიერ ქალაქში, ისევე, როგორც თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შედგება მხოლოდ ავტობუსებისგან. სწორედ ამიტომ, ავტოპარკის სრულად განახლების პარალელურად, მიმდინარეობს გადასაჯდომი კვანძების და დიდი სატრანსპორტო ნაკადების მიმღები ქუჩების დიზაინების იმგვარი ცვლილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს არა მხოლოდ ყველაზე კომფორტული, არამედ უსაფრთხო და სწრაფი. ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართულობა და ხარისხი. თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დადგენილია ავტობუსის 2 450 გაჩერება. თითოეული მათგანი გამოყოფილია შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით. 1 006 მათგანი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ზომის მოსაცდელით", — აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე ავტომანქანის დაპარკინგება ხელს უშლის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მგზავრებს შეუფერხებლად გადაადგილებაში.
"მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან - მგზავრების გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული. ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს. ეს იწვევს პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მგზავრებისთვის. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა, შემოდის უკმაყოფილო მოქალაქეების წერილები და ჩვენ ასეთი ავტომანქანების ევაკუირებას ვახდენთ. ჩემი თხოვნაა, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირებისთვის გამოყოფილ სადგომებზეც, სადაც ასევე, სხვა ავტომანქანებს აპარკინგებენ. კახა კალაძემ აქვე, შშმ პირებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური საცნობი ნიშნების აღება შეუძლიათ.
"ასევე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც შშმ პირთათვის გამოყოფილ შესაბამის სადგომებზე სხვა ავტომობილები დგანან. ესეც დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აქვე შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საცნობი ნიშნის მიღების მსურველებს შეუძლიათ, ელექტრონულად შეავსონ განაცხადი პორტალზე - ms.gov.ge, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას", — აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საცნობი ნიშნის მიღების მსურველი ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მუნიციპალიტეტს, შემდგომ კი - გრაფას "ონლაინ განცხადებები", რომლის არჩევის შემდეგაც გამოუჩნდება "მიმართულებების" ჩამონათვალი, რომელთაგან უნდა აირჩიოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
აღნიშნულის შემდგომ, ჩამოთვლილი კატეგორიებიდან განმცხადებელი ირჩევს გრაფას - "შშმ პირის საცნობი ნიშანი", შემდეგ გამოჩნდება "შშმ პირის საცნობი ნიშნის მიღება", რომლის არჩევის შემდეგ გამოუჩნდება "ქმედებები", რომელთაგან უნდა აირჩიოს სასურველი ქმედება. ერთ-ერთი ქმედების არჩევის შემდეგ კი, მოქალაქეს ექნება საშუალება, "მოთხოვნის ტექსტის" ველის გამოყენებით მიმართოს სააგენტოს, მიუთითოს სავალდებულო რეკვიზიტები და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია წარმოსადგენი დოკუმენტების ატვირთვის ველში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპლიკაციაში სრულ ფუნქციონალზე წვდომისთვის ID ბარათით ავთენტიფიკაცია არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნული მონაცემების და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ გადაადგილების საშუალება ან არ ჰყავთ შესაბამისი პირი, ვინც შეძლებს მათ წარმომადგენლობას, შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პარკირების ადგილის გამოყენების დროს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე არ იქნება განთავსებული საცნობი ნიშანი, ვერ მოხდება იდენტიფიცირება, რომ უფლებამოსილი პირი იყენებს პარკირების სპეციალურ ადგილს. შესაბამისად, განხორციელდება მისი დაჯარიმება და ავტომობილის ევაკუაცია.
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს
გადახედვა
-
"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე "სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
კომენტარები