სომხეთის სკოლებში რუსული ენის სავალდებულო გაკვეთილებს ამცირებენ
ფოტო: OC-Media
მიმდინარე წლის ივლისში, სომხეთის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რუსული ენის სავალდებულო გაკვეთილების შემცირების შესახებ, დებატები გამოიწვია. Sputnik Armenia ვარაუდობს, რომ სომხეთს შესაძლოა განზრახული აქვს, ეტაპობრივად, სრულად ამოიღოს სავალდებულო რუსული ენა სკოლებიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, 13 სექტემბერს, რუსულმა სამთავრობო მედიამ, განათლების სფეროში მოღვაწე მასწავლებლებზე დაყრდნობით, გაავრცელა. თუმცა, რუსულ მედიაში გავრცელებული ფაქტები ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იქ საუბარი იყო იმაზე, რომ სომხეთის მთავრობა სრულად აპირებდა რუსული ენის სასწავლო პროგრამიდან ამოღებას. რესპონდენტების ნაწილი ამას აკრიტიკებდა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გადაწყვეტილებას დადებითად აფასებდა.
Sputnik Armenia წერდა, რომ ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსწავლეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევანი ორ უცხო ენას შორის გააკეთონ იმის ნაცვლად, რომ მათთვის პირველადი უცხო ენა რუსული იყოს.
OC-MEDIA-ს ცნობით, ცვლილება მე-2-დან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეეხება. თუმცა, მე-4, მე-9, მე-11 და მე-12 კლასელები რუსულის სწავლას გააგრძელებენ.
Sputnik Armenia-სთან ინტერვიუში განათლების ექსპერტმა, სერობ ხაჩატრიანმა, განმარტა, რომ სამინისტროს ახალი დირექტივა არ იყო "არსებითი", რადგან 2021 წელს მიღებული ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, რუსული ენის სწავლა სომხეთში სავალდებულოა. ამ სტანდარტის მიხედვით, რუსული ენის სწავლება მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით სავალდებულოა. მოსწავლეებს მხოლოდ მესამე კლასიდან ეძლევათ დამატებით, რუსულის გარდა, სხვა უცხო ენის სწავლის შესაძლებლობა.
ხაჩატრიანის თქმით, სამინისტროს დირექტივა რუსული ენის სასწავლო გეგმიდან სრულად ამოღების საშუალებას არ მისცემს სკოლებს, მაგრამ რუსულ ენას არჩევითს გახდის. მისი თქმით, სკოლები კვლავ ვალდებულნი არიან, უცხო ენის კურსებს კვირაში მინიმუმ ორი საათი დაუთმონ.
ბრძოლა განათლებისთვის
საგანმანათლებლო სივრცეში რუსეთ-სომხეთის დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ რუსულის გაკვეთილების რაოდენობაზე დავა არაა.
2024 წლის აგვისტოში, რუსული მხარის პროტესტის შემდეგ, სომხეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოდან რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის შესახებ ცნობები ამოიღო.
რუსეთის მხრიდან სომხეთში რუსული სახელმწიფო საშუალო სკოლების რაოდენობის გაზრდაზეც იყო მოთხოვნა. Civilnet-მა დაწერა, რომ სომხეთში მხოლოდ სამი სახელმწიფო რუსული სკოლაა. სომხეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 46 სომხური სკოლა ასწავლის რუსულ ენაზე, ხოლო მინიმუმ 60 სკოლა უზრუნველყოფს რუსული ენის სრულყოფილ გაკვეთილებს.
ამავდროულად, 2023 წლის ოქტომბერში, რუსმა დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსული მართვის მოწმობებისთვის გადაეხედათ, რომელიც ქვეყანაში სამუშაო მიზნით გამოიყენებოდა.
რუსეთის სპიკერმა, ვიაჩისლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ რუსულ ენას არ აქვს "ოფიციალური სტატუსი" სომხეთში.
ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების და სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების ფონზე ხდება.
შესწორება: ამ სტატიის პირვანდელ ვერსიაში არასწორად ეწერა, რომ განათლების სამინისტრომ პირველად 2023 წელს გამოსცა დირექტივა რუსული ენის სწვალებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სინამდვილეში, გადაწყვეტილება 2024 წლის ივლისში იქნა მიღებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები