ბექა ლილუაშვილი

16 Sep. 2024, 13:09

"მძიმე განცხადებები მოვისმინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ის, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო მთლიანად გაიყვანა პასუხისმგებლობიდან [ბიძინა ივანიშვილმა]. ეს პასუხისმგებლობა თითქოს მთლიანად გადააბრალა დასავლეთს, რაც ვფიქრობ, მისი სიტყვის მთავარი აქცენტი იყო. რაც შეეხება ბოდიშს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორმხრივი პროცესია. ამ ორმხრივი პროცესის განხორციელების მთავარი საფუძველი ეს არის, რომ ძალიან მკაფიო, საერთო პოზიცია გვქონდეს, რომ ჩვენს ოკუპაციაში მთავარი ბრალდებული და დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შესაძლებლობა რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის სწრაფი განვითარებაა, ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაზე უფრო კარგად, როგორც ჩანს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის ხელდასმულ წარმომადგენლებს ესმით.

დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე უბრალოდ გადარჩნენ, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი რაღაც იკადრა. ისეთ საკითხებს შეეხო, რომელზეც ჭკუის სწავლება და დარიგება ქართველ ხალხს არ სჭირდება".

ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…