კახა კალაძე

16 Sep. 2024, 12:48

"ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.

ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…