ნეტფლიქსი ბინდის ეკრანიზაციას იწყებს — აი, რა ვიცით მომავალ სერიალზე
ფოტო: Summit Entertainment
მოემზადეთ წვიმიან ფორკსში დასაბრუნებლად: სტეფანი მეიერის საკულტო ვამპირული საგა მალე ისევ გაცოცხლდება ეკრანზე, ამჯერად — ნეტფლიქსზე.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კომპანია ბინდის საგის ერთ-ერთი წიგნის, შუაღამის მზის, მიხედვით ანიმაციურ სერიალს გადაიღებს. ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გავიგეთ, რომ ბელასა და ედვარდის სასიყვარულო ისტორია სერიალად იქცეოდა, მოგვიანებით კი, დაზუსტდა, რომ ეს ანიმაცია იქნებოდა. თუმცა, ამჯერად პროექტის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოეფინა ნათელი. ქვემოთ ვრცლად მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ მომავალი სერიალისგან.
რა არის შუაღამის მზე
ფოტო: Kimberley French/Summit Entertainment
შუაღამის მზე მეიერის საგის მე-5 ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ, რეალურად, ის პირველ წიგნში მოთხრობილი ამბის ედვარდისეული პერსპექტივაა. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, რომანი 2020 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერი გახდა — პირველივე კვირაში მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.
შუაღამის მზეზე მუშაობა მწერალმა ჯერ კიდევ პირველი ფილმის გამოსვლამდე დაიწყო და მას წერით ექსპერიმენტს უწოდებდა. რაც უფრო მეტს ვწერდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ედვარდი ამ ისტორიის საკუთარ ვერსიას იმსახურებდაო, აღნიშნავდა მეიერი. თუმცა, 2008 წელს ინტერნეტში რომანის დაუმთავრებელი ვერსია არალეგალურად გავრცელდა, რამაც სტეფანი აღაშფოთა და წერა განუსაზღვრელი დროით შეაწყვეტინა.
საბოლოოდ, ფანების დაუსრულებელი და დაჟინებული თხოვნით, მეიერი რომანს მიუბრუნდა და ის ბინდის 15 წლის საიუბილეოდ გამოაქვეყნა.
თავად მეიერიც აღნიშნავს, რომ შუაღამის მზე ბინდზე გაცილებით დამთრგუნველია — ბელასგან განსხვავებით ხომ, ედვარდს ჰგონია, რომ მათი სიყვარული ტრაგედიით დამთავრდება. ამასთან, ამბის ედვარდისეული ვერსია ბელას მონათხრობზე ლამის ორჯერ დიდია. ამის მიზეზი ერთი ისაა, რომ ედვარდი ყველაფერზე უფრო ბევრს და ღრმად ფიქრობს; გარდა ამისა, მას სხვების აზრების გაცნობაც შეუძლია, რაც წიგნს ბინდზე უფრო საინტერესო საკითხავად აქცევს.
რას ველოდებით ნეტფლიქსის ეკრანიზაციისგან
ფოტო: Summit Entertainment
შუაღამის მზის ანიმაციურ სერიალზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საგის ფანებისთვის დამაიმედებელი ამბავი ისაა, რომ პროექტში თავად სტეფანი მეიერიცაა ჩართული — იგი სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. აღმასრულებელი პროდიუსერის როლს მოირგებს ასევე შინეიდ დელი, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია, როგორიცაა მოსიარულე მკვდრების სპინ-ოფი The Walking Dead: World Beyond. დელი აგრეთვე სერიალის სცენარს დაწერს.
სხვა მხრივ, მომავალ სერიალზე მაინცდამაინც ბევრი დეტალი არ ვიცით. თუმცა, რადგან ეკრანიზაცია ამჯერად ანიმაცია იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ფენტეზი ამბავს უფრო საფუძვლიანად გააცოცხლებს ეკრანზე. ამავეს ფიქრობს მეიერიც.
"ძალიან მიხარია, რომ ნეტფლიქსის არაჩვეულებრივ ხალხთან თანამშრომლობის და ბინდის სამყაროს 'ლაივ-ექშენის' შეზღუდვების გარეშე გაცოცხლების შესაძლებლობა მოგვეცა", — წერს მეიერი თავის განახლებულ ვებსაიტზე, — "მგონი, შევძლებთ, რაღაც მშვენიერი შევქმნათ. მაგრამ ეს ხომ ანიმაციაა, ასე რომ, ყველას, მათ შორის, მეც, მოთმინება გვმართებს. ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად დროა საჭირო".
მეიერი კი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ჩვენი მოლოდინი ყოველ მორიგ სიახლეზე კიდევ უფრო მძაფრდება. მით უფრო, რომ ბინდი ერთადერთი ნაწარმოები არაა, რომელიც ახლო მომავალში ხელმეორედ გაცოცხლდება ეკრანზე. 2026 წელს Max-ზე (ყოფილი HBO Max) ჰარი პოტერის მასშტაბური სერიალი დაიწყება, ამასობაში კი, ბარბის რეჟისორი გრეტა გერვიგი ნარნიის ქრონიკების მიხედვით ორ ახალ ფილმს იღებს...
სტეფანი მეიერმა ბინდის საგის პირველი რომანი 2005 წელს გამოსცა. სერიის ოთხწიგნეული 37 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რამაც მწერალს $125-მილიონიანი შემოსავალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორის სახელი მოუტანა. საგის მიხედვით გადაღებულმა ხუთმა ფილმმა, სადაც მთავარი როლები რობერტ პატინსონმა, კრისტენ სტიუარტმა და ტეილორ ლოტნერმა შეასრულეს, მსოფლიოში ჯამურად $3,4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
ოთხი წიგნისა (ბინდი, ახალი მთვარე, დაბნელება, განთიადი) და შუაღამის მზის გარდა, მეიერს გამოცემული აქვს საგის თანმხლები ნოველა ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე, ბინდის ილუსტრირებული გზამკვლევი და რომანი სიცოცხლე და სიკვდილი, სადაც ყველა პერსონაჟს, მათ შორის, ბელასა და ედვარდს, გენდერი აქვს შეცვლილი.
2020 წელს მეიერმა ასევე განაცხადა, რომ ბინდის სამყაროსთან დაკავშირებული კიდევ ორი წიგნის დაწერას აპირებს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები