ლაშა ბაქრაძის განცხადება "ქართულმა ოცნებამ", "გირჩმა" და გახარიას პარტიამ გააკრიტიკეს
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბერს გაკეთებული განცხადება დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა: პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, პარტია გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ და გახარიას პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა გააკრიტიკეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლაშა ბაქრაძეს თავი ინტელიგენტად მოჰქონდა და მისი განცხადება ყველა მხრიდან დასაგმობია.
"ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა, მაგრამ, კიდევ ერთხელ, დღეს რასაც ეძღვნება ჩვენი ბრიფინგი, ზუსტად იმას ადასტურებს ლაშა ბაქრაძის გუშინდელი განცხადება. რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ყველანაირად ეცდება, რომ შემოიტანოს მაქსიმალურად რადიკალიზმი საარჩევნო პროცესებში. ჯერ პატარა ნიშნები ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, როგორც უკვე აღინიშნა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული ინციდენტი, ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. გუშინდელი რიტორიკაც არის ამის ერთ-ერთი დასტური. ასევე, თქვენ ნახეთ, რომ, თუ არ ვცდები, ზუგდიდში გვარამიას პარტიის ლიბერალურ-ფაშისტური რამდენიმეკაციანი დაჯგუფება ცდილობდა ინციდენტების მოწყობას ჩვენს საარჩევნო ღონისძიებებზე. არის უკვე ასეთი მცირე ინციდენტები, რაც ჩვენ გვაშფოთებს. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს", — განაცხადა კობახიძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ლაშა ბაქრაძის განცხადება ამორალურობაა და პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს.
"ეს არის ამორალურობა და არაკაცობა. უბრალოდ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მათგან ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, მაგრამ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ასეთ რაღაცას იკადრებდა ვინმე. ხანდახან სახის შენარჩუნებას ცდილობენ ხოლმე და ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ რაღაცას იკადრებდა ვინმე. პრინციპში, ეს პროვოკაციის ნაწილიც არის. მარტო ის არ არის, რომ წარმოუდგენელი ხარისხის არაკაცობა, უზრდელობაა და ამორალურობაა, არამედ, ამავდროულად, პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, რადგან ვიღაცამ შეიძლება სადღაც მართლაც რაღაც მიაძახოს ან ამის გამო ვიღაც ფიზიკურად შეეხოს. ყველას მოვუწოდებ, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, დავგმოთ სასწრაფოდ და დავგმობთ კიდეც. წინასწარაც ვეუბნები ყველას, ასეთ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ და არ უნდა წამოვეგოთ, მაგრამ სიტყვით ყველა ვარიანტში პასუხი უნდა გავცეთ, რადგან მსგავსი ამორალურობა, არაკაცობა ბუნებაში არ არსებობს. ცოტა დაფიქრდეს ყველა, ვიდრე ლაპარაკობს. პროვოკატორები არიან ჩვეულებრივი და ასრულებენ დავალებას, რომ ახლა რაც შეიძლება უზრდელები უნდა იყვნენ, იქნებ ვიღაც პროვოკაციაზე წამოაგონ“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ზარქუამ ლაშა ბაქრაძეს გუშინ გაკეთებული განცხადების გამო არაადეკვატური და ბრიყვი უწოდა.
"ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა. იმიტომ კი არა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ლაშასნაირები ჩვენს გოგო-ბიჭებს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ. ბრიყვი რატომ არის? როცა ახსენებს სააკაშვილს, ნაცმოძრაობის ქალებს და სიტყვა "ნახმარს", ბრიყვია, მეტს არაფერს ვიტყვი. მეტ პასუხს არ დავუბრუნებ, რა ბრიყვიცაა, თავად დაამტკიცა. დისკუსიაში არ შემოდიან. რომელიმე თემა მითხარით, როცა დისკუსიაში შემოვიდნენ. ლაშასნაირები უხმარ სახეებს ამოეფარებიან და ზურგიდან გველაპარაკებიან, ამიტომაც არიან პოლიტიკურად ნახმარები პოლიტიკურ სანაგვეზე", – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
იაგო ხვიჩიას თქმით, ლაშა ბაქრაძემ უცებ აითვისა ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები.
"ვერ მივხვდი, მისი განცხადება რა კონტექსტში იყო ნათქვამი — ჩემი უხმარი სახეები და სხვისი ნახმარი სახეები არც მის მხარეს აძლევს მაინცდამაინც კარგ დახასიათებას. იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები და განახორციელოს. მას ეს განცხადება ბევრ საპასუხო გინებას მისცემს "ქოცებისგან", მაგრამ ხომ უნდა შეეჩვიოს, თუ პარლამენტში აპირებს შემოსვლას. სჯობს, მანამდეც ჰქონდეს ყური შეჩვეული. ამიტომ, შეიძლება, ეს გახურებაცაა. ნაცმოძრაობა სხვა რამეა, იქ ვიღაცას შეურაცხყოფა აუცილებლად უნდა მიაყენო და, როგორც ჩანს, ეს გზა აირჩია", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია საქართველოსთვის ლიდერის, ანა ბუჩუკურის თქმით, "ნაცები“ და ოცნება ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია მათი გუნდისთვის.
"ნაცები" და ოცნება ერთი ჯოხის ორი ბოლოა. ძალადობა, სიძულვილის ენა, აგრესია, ერთმანეთისთვის აგენტურის ძახილი — არის ერთი. როდესაც გახარიას გუნდი გამოვდივართ და ვამბობთ, "ქოცებო, თქვე ნაცებო" — ამას ვგულისხმობთ. ეს მეთოდები და რიტორიკა ერთი და იგივეა. ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის. თუ იმას მეკითხებით, მისაღებია თუ არა, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ამ ადამიანის სიტყვები, რადგან ეს ჩემთვის არის ერთი და იგივე და მიუღებელი", — განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ მათ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო და არა ის "ნახმარ სახეები", რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
"ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის. არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ "ნახმარ სახეებს", რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს“, – განაცხადა ბაქრაძემ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლაშა ბაქარაძის სიტყვით გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები