MAN Truck & Bus-ის საერთაშორისო აღიარება — კომპანიამ მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი მიიღო
ფოტო: თეგეტა
გერმანულმა უმსხვილესმა საავტომობილო ბრენდმა MAN Truck & Bus-მა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — კომპანიამ EcoVadis-ის მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა. MAN Truck & Bus-მა ყველაზე მაღალი ქულა გარემოს დაცვის კატეგორიაში მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, MAN-ის სატვირთო ავტომობილებში გამონაბოლქვის დონე 51.2%-ითაა შემცირებული.
EcoVadis-ის რეიტინგით, რომელიც კორპორაციული მდგრადობის რეიტინგების გლობალური სტანდარტია, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 125 000-ზე მეტი კომპანია შეფასდა. ოთხი ძირითადი მიმართულებიდან - გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, ეთიკა და მდგრადი შესყიდვები — MAN Truck & Bus-ს უმაღლესი ქულა (80) მდგრადობის ნაწილში მიენიჭა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მონაცემები ეთიკის მიმართულებით და ეს მაჩვენებელი 60-დან (2022 წელი) 70-მდე გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის შეფასება საერთო რეიტინგშიც გაუმჯობესდა და 73 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, საქართველოში MAN-ს თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს.
ალექსანდრე ვლასკამპი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი: "მოხარული ვართ, რომ მდგრადობის სფეროში ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ საერთაშორისოდ აღიარეს. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ჩვენთვის სტიმულია, სტანდარტები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, რათა ბაზარზე წარმატებულ ბრენდად დავრჩეთ და სულ უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხით".
ფოტო: თეგეტა
მდგრადი განვითარება MAN-ის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი საერთაშორისო ანგარიშშიც ჩანს, რომლის მიხედვითაც Lion's City E-მ 2024 წლის მდგრადი ავტობუსის წოდება დაიმსახურა. ამასთანავე, Man რეგისტრირებული 780 ელექტრობუსით ევროპული ბაზრის ლიდერია. უნდა აღინიშნოს, რომ, წინა წლებთან შედარებით, MAN-ის ელექტრობუსების გაყიდვები სამჯერ გაიზარდა.
MAN Truck and Bus-ს სამოქმედო გეგმა მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და მიზნად ისახავს, 2050 წლისთვის სრულად ეკომეგობრულ წარმოებაზე გადავიდეს, რათა ბრენდის ტექნიკის მიერ გარემოს დაბინძურება ნულამდე დაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად გეგმავს, 2019 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ემისია 70%-ით შეამციროს. იმ დროისათვის MAN-ის სატვირთო მანქანებით, ავტობუსებითა და ფურგონებით დაფარულ თითო კილომეტრზე გამოყოფილი დაბინძურების მაჩვენებელი 28%-ით უნდა შემცირდეს.
როგორც კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი, MAN აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოზე ზრუნვის ნაწილში ეკისრება. სწორედ ამიტომ კომპანია ხუთ ძირითად მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული: ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მდგრადი მიწოდების ჯაჭვი და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები.
ემისიების შემცირების მიზნით, ბრენდი მანქანების ელექტრიფიკაციას გეგმავს. MAN ავითარებს და აწარმოებს ისეთ ელექტრულ სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებს, როგორებიცაა MAN eTGM და eLion's City E. ნახშირბადის შემცირების მიზნით, ასევე იკვლევს ისეთ ალტერნატიულ საწვავს, როგორიცაა წყალბადი და სინთეზური საწვავი.
რაც შეეხება მწვანე ტექნოლოგიებს, MAN ორიენტირებულია მათ განვითარებაზე, რისთვისაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში.
საქართველოში გერმანულ ბრენდს თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
კომენტარები