კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: როცა ევროკავშირი ასე ახლოსაა, არავის მისცე უფლება, უკან დაგვაბრუნოს!
ფოტო: Zinc Network
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს — დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს. სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, საქართველო დაშორდა ევროკავშირს. პოლიტიკოსების ანტიდასავლური რიტორიკა და სავალდებულო რეფორმების გაუტარებლობა, საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. მეტიც, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია. ახლა, როცა ევროკავშირის წევრობა ასე ახლოა, არავის უნდა მივცეთ უფლება საქართველომ ამ გზიდან გადაუხვიოს.
“კოალიცია ინფორმაცია სანდოობისთვის“ წევრი ორგანიზაციის ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ახლა საქართველოს ისტორიული მიზანი ხელის გაწვდენაზეა და ამაში ევროკავშირის დახმარება უდიდესია.
“ევროკავშირი, ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარებით მუდმივად მხარში ედგა საქართველოს მთავრობებს, გაეტარებინა ყველა ის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის იყო საჭირო. აღნიშნულმა მიგვიყვანა კანდიდატის სტატუსამდე, სწორედ ამიტომ, ახლა საჭიროა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში. არავის უნდა მივცეთ უფლება დაგვაბრუნოს უკან“ — ამბობს დოლიძე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან, ქვეყნისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება: ანტიდასავლური რიტორიკა, გაუტარებელი რეფორმები, რომელიც ნათლად არის გაწერილი 9 პუნქტიან სამოქმედო გეგმაში, და ე.წ რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. სწორედ ამ მიზეზების გამო, ვერ გაიხსნა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები, მაშინ როცა ამ კუთხით უკრაინა და მოლდოვა მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მომქმედი თავმჯდომარის გიორგი მელაშვილის განმარტებით, ქართველმა ხალხმა უნდა მოითხოვოს ევროპულ კურსზე დაბრუნება და ყველა იმ რეფორმის გატარება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვისაა საჭირო.
“ამ მომენტისათვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. სწორედ ამიტომ, ახლა, საქართველოს, ჩვენი, ამოცანაა დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს. მთავრობამ უნდა შეასრულოს აუცილებელი რეფორმები და შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა. ყველას უნდა ახსოვდეს, ევროკავშირისკენ სწრაფვა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი ვალდებულება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ გზიდან გადახვევა.“ — აცხადებს მელაშვილი.
ევროკავშირის მხარდამჭერ კამპანია “ახლას”, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის უკვე მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის გაგრძელება არაერთი აქტივობითაა დაგეგმილი.
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა „ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა „ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები