მეთიუ მილერი: მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი
"ჩვენ გვინახავს არაერთი არათუ მცდელობა, არამედ რუსეთის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, მთელ რეგიონში და მთელ მსოფლიოში და ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას", — განაცხადა მეთიუ მილერმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკა ფხიზლად ადევნებს თვალს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ არჩევნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ის ერთადერთი, ვინც საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.
"როგორც ჩვენგან აქამდეც არაერთხელ მოგისმენიათ, მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი", — უპასუხა მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეფუძნება ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნებაში ქართულ ოცნებას დაეხმაროს თუ ამ თხოვნით თბილისი მოსკოვს მიმართავს.
ტელეკომპანიის ცნობით, მან ეს განცხადება მოსკოვში, რუსეთის მეგობართა კლუბის შეხვედრაზე გააკეთა. კლიმოვს ასევე უკავია ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთის საკითხებში.
დაახლოებით ორი კვირის წინ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა "აბსურდი" უწოდა.
"ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი წარადგენს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც ახლა, ჩვენი საუბრისას, უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი და ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", — თქვა მეთიუ მილერმა 10 ივლისს.
მანამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.
"საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის", — ნათქვამი იყო რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთს არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია ამ განცხადების გასამყარებლად. განცხადება კი 9 ივლისს გამოქვეყნდა, ნატოს სამიტის პირველ დღეს.
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა
გადახედვა
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ
გადახედვა
-
მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
კომენტარები