საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
STEM ინგლისურენოვანი აბრევიატურაა, რომელიც ოთხ მიმართულებას — მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. ეს ის სფეროებია, რომლებსაც ხშირად მომავლის პროფესიებად მოიხსენიებენ.
ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად და მათში STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის გასაძლიერებლად, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად, მოსწავლეებისთვის პროექტი — STEM სკოლა შექმნა.
რვათვიანი კურსის განმავლობაში, მოსწავლეები სწავლობენ ძირითად საგნებს და ითვისებენ იმ ახალ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის არჩევასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ. სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მოსწავლეებს საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს და საჭირო ტექნიკითაც უზრუნველყოფს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 15 წლის ელისაბედ გეგეშიძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედმა STEM სკოლის ჯერ მხოლოდ პირველი მოდული გაიარა, უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
როგორც ელისაბედი გვიყვება, მან ამ კურსის შესახებ კლასელებისგან გაიგო. თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკა აინტერესებდა, თუმცა შემდეგ STEM საგნების სხვა ტექნიკურმა მიმართულებებმაც გაიტაცა.
"ახლა გაკვეთილებზე ელექტროინჟინერიის საგნებს გავდივართ. STEM გაკვეთილები სკოლის სტანდარტული პროგრამისგან იმით განსხვავება, რომ არ არის ზედაპირული – ბევრ სიღრმისეულ და საინტერესო ამოცანებსა და პრობლემებს ვაწყდებით, პრაქტიკულ სამუშაოებსაც გავდივართ და შესაბამისად, სწავლის პროცესიც და ამ ამოცანებისა თუ პრობლემების გადაჭრაც, ძალიან საინტერესო და სახალისოა."
ელისაბედი, სხვა მოსწავლეებთან ერთად, გაკვეთილებზე საკუთარ ვებგვერდებს აწყობს – ბავშვები სისტემატურად მუშაობენ რეალობასთან მიახლოებულ დავალებებზე, რომლებიც სამომავლოდ გამოადგებათ. ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი სამომავლო გეგმები, თუმცა ზუსტად იცის, რომ STEM სკოლაში მიღებული ცოდნას ბევრ რამეში გამოიყენებს.
"ჯერ ზუსტად არ ვიცი სკოლის დამთავრების შემდეგ სად ჩავაბარებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ მიმართულებას გავყვები. მგონია, რომ ის გამოცდილება, რასაც STEM სკოლაში ვიღებ, ნებისმიერ სფეროში გამომადგება, რომელი პროფესიაც არ უნდა ავირჩიო."
STEM სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები არამხოლოდ შორეულ პერსპექტივაში იქნება შედეგიანი, არამედ, მოსწავლეებს ყოველდღიური გამოწვევების დაძლევაშიც დაეხმარება.
"ხშირად მხვდებოდა სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსები, სადაც ჩემი მეგობრები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. მეც სულ მინდოდა ამ გამოცდილების მიღება, მაგრამ რაკი საკმარისი ცოდნა არ მქონდა STEM საგნებში, დიდად ვერ ვერთვებოდი მსგავს წამოწყებებში. ახლა, STEM სკოლის გაკვეთილების შემდეგ, უფრო მარტივად შემიძლია მივიღო მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში."
რამდენიმეთვიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ელისაბედს საკმარისი თავდაჯერებულობა გასჩენოდა და თავადაც გაებედა კონკურსებში მონაწილეობის მიღება.
"ამჟამად ერთ-ერთ კონკურსში ვმონაწილეობ, სადაც ნახევარფინალშიც გავედი. კონკურსის მიზანი ისეთი ინოვაციური იდეის შექმნა იყო, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარება. ჩემი გუნდის იდეა თევზის ფერმებს ეხება – ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს, ფერმერებისთვის თევზაობის ავტომატიზებული ვერსიით გამარტივებას."
როგორც უკვე აღვნიშნეთ, STEM აბრევიატურა ოთხ ძირითად საბაზისო სფეროს აერთიანებს, თუმცა მათი მნიშვნელობა და გამოყენება ბევრად ფართო და ამოუწურავია. სწორედ კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა თუ ფიზიკა უდევს საფუძვლად თითქმის ყველა თანამედროვე, წამყვან პროფესიას.
სურვილთან და მოტივაციასთან ერთად, განათლების მისაღებად, მნიშვნელოვანია, ამ სურვილში მოსწავლეებს სასწავლო გარემომაც შეუწყოს ხელი. სწორედ ასეთი ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკისა და კომაროვის მასწავლებლების მთავარი მიზანი. ელისაბედის მსგავსად, STEM სკოლაში განათლებას ასეულობით სტუდენტი იღებს.
STEM სკოლაში ახალი ნაკადის მიღება შემოდგომაზე იგეგმება, პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა VII — XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს ექნება.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის ერთობლი პროექტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები