დათა ქაჯაია — პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან
ფოტო: თეგეტა
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა.
700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა.
ფოტო: თეგეტა
რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში თეგეტა მოტორსისა და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა.
შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო ტრასას ორი პილოტი ერთი ავტომობილით ფარავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემთხვევაში, 50-წუთიანი გზის პირველი ნახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელი უკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა. ეს უპრეცედენტო წარმატება პირადად ქართველი მრბოლელისთვის და ქართული ავტოსპორტისთვის უკვე დაფიქსირდა.
ფოტო: თეგეტა
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: "ჩემთვის, როგორც მრბოლელისთვის, GT OPEN CUP-ზე ასპარეზობამ კარიერაში სრული გარდაქმნა მოახდინა. ამ დღემ ახალი მიზანი და შესაძლებლობები დამისახა და ახალი გზა მაჩვენა. ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისას კი საუკეთესო პირადი შედეგი ძალიან დიდი წარმატებაა.
ზოგადად, განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა მრბოლელისთვის დიდი გამოწვევაა. ავტომობილი, რომლითაც აქამდე ძირითადად ვასპარეზობდი, წინაწამყვანია და ფერარის ნახევარი სიმძლავრე აქვს. GT კლასის ფერარი მართვის სრულიად განსხვავებულ სტილს მოითხოვს, რომელიც სწრაფ გადაწყობასა და ადაპტირებას საჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი ავტომობილია, ფუნქციონალურად განსხვავებულად იმართება. მაღალი სიმძლავრის გამო მარტივია, მრბოლელმა უხეში მოქმედებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, ამიტომ ძალიან ფრთხილი მართვაა საჭირო. ამასთანავე, საბურავების მაღალი ცვეთის პირობებში ავტომობილის რეჟიმების ცვლა აუცილებელია, რათა დაზოგო და რბოლის ბოლომდე შეინარჩუნო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი სწრაფად უნდა ატარო, მნიშვნელოვანია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რათა რესურსი დაზოგო. მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს, ავტომობილი რბოლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში გყავდეს."
მარიო გომთი, Mertel Motorsport-ის რბოლის მენეჯერი: "დათას პირველად TCR შეჯიბრებაზე შევხვდი. ძალიან სწრაფი, სუპერპროფესიონალი მრბოლელია სწორი დამოკიდებულებით საკუთარი საქმისა და გუნდის მიმართ. მეორე მხრივ კი, ის საოცარი ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია უბრალო საუბარი და მხიარულება. გარდა საერთო საქმისა, სწორედ ეს გახდა დაახლოების საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ დათამ ამ დონისა და მასშტაბის შეჯიბრებაზე იასპარეზა. სუპერპროფესიონალი ქაჯაია და სუპერფერარი ერთად - უკვე ძალიან მაგარი ისტორიის დასაწყისია."
ასეთი ისტორიები კი იწყება იქ, სადაც უკვე წარმატებულ და ტიტულიან პროფესიონალს ახალი გამოწვევების არ ეშინია. შეუძლია დაადგეს ახალ გზას და საკუთარი ძალები მოსინჯოს იქ, სადაც გარდაუვალი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: "ვამაყობ, რომ მაღალი დონის ჩემპიონატზე ჩემი მხარდამჭერი ქართული კომპანია იყო. ისტორიაში პირველად, ქართველი მრბოლელი ფერარისთან ერთად ასეთი დონის რბოლაზე თეგეტას მხარდაჭერით მოხვდა. ეს ჩვენს წითელ ფერარიზეც იყო აღბეჭდილი.
ასევე მოხარული ვარ, რომ ისეთი ავტორიტეტული ბრენდის ამბასადორი ვარ, როგორიცაა Shell. თავის მხრივ, ფერარი და Shell უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ. ხშირად მისვამენ შეკითხვას - რომელ ზეთს მოვიხმარ საკუთარი ავტომობილებისთვის. ჩემი არჩევანი არის Shell. უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე საკუთარი თვალით ვნახე, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფსა და ძრავაში Shell-ის ზეთებს იყენებენ. ეს არის ზეთი, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში 50 წუთის განმავლობაში 30 გრადუს სიცხეში გაუჩერებლად, მაქსიმალურ ბრუნზე ძრავის მუშაობისას დატვირთვას უმკლავდება და ავტომობილს დაზიანებისგან იცავს."
GT OPEN CUP-ისთვის საგზური დათა ქაჯაიამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მოიპოვა, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარა.
GT OPEN CUP-ში კი ქართველი მრბოლელის წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს შეჯიბრებაზე დათა ქაჯაია უკვე ოფიციალურადაც წარდგება. ჩაფხუტს ისევ მოირგებს და ავტორბოლის ისტორიაში მორიგ წარმატებულ თავს დაწერს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
გადახედვა
-
ჩინეთის თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს კორუფციული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა ჩინეთის თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს კორუფციული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა
გადახედვა
-
POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით
გადახედვა
-
ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება
გადახედვა
-
White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა
გადახედვა
-
გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
გადახედვა
-
FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო) FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
-
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
-
კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა
გადახედვა
-
მეთიუ პერის პირადი ნივთები და Friends-ის სცენარები აუქციონზე გაიყიდება მეთიუ პერის პირადი ნივთები და Friends-ის სცენარები აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა
გადახედვა
-
სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage
-
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს
-
ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
გადახედვა
-
საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, დემოგრაფიული პრობლემები — რა წერია პატრიარქობის კანდიდატ მეუფე იობის პროგრამულ ხედვაში? საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, დემოგრაფიული პრობლემები — რა წერია პატრიარქობის კანდიდატ მეუფე იობის პროგრამულ ხედვაში?
გადახედვა
კომენტარები