თეგეტა ჰოლდინგმა გალტ & თაგარტის მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე მორიგი წარმატებული ემისია განახორციელა
ფოტო: თეგეტა
20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში თეგეტამ გალტ & თაგარტის მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს, დოლარში დენომინირებული პირველი კორპორაციული ემისიაა.
ტრანში ფიქსირებული 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციების სრული ძირის დაფარვა გათვალისწინებულია ორი წლის შემდეგ. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მოხარულები ვართ, რომ მორიგი ტრანში წარმატებით განხორციელდა. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი- სავალუტო პროგრამის ფარგლებში დეკემბერშივე განთავსდა 7 მილიონი ევრო, დღეს კი დამატებით განვათავსეთ 8.3 მილიონი დოლარი. ეს ტრანზაქცია თავის მხრივ ორ ეტაპს მოიცავდა და საწყისი 5 მილიონი აშშ დოლარიდან 8.3 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ინტერესმა 8.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ინვესტორთა მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ამავე ემისიის პროსპექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანში განხორციელდება.
ვფიქრობთ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი აქტიურობის გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას. პარალელურად, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ფინანსური რესურსი ჰოლდინგის გაფართოებას ხმარდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაში კომპანიის მხრიდან უფრო მეტ კონტრიბუციას ნიშნავს."
მიმდინარე ემისიის ფარგლებში თეგეტა ჰოლდინგს 55 ინვესტორი ჰყავს. მათ შორის არიან კერძო კომპანიები, თუმცა უმრავლესობა ფიზიკური პირია, როგორც რეზიდენტები, ისე არარეზიდენტები.
კომპანია ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებისათვის გამოიყენებს.
გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტია, რომლის მხარდაჭერითაც „თეგეტამ“ გასულ, 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა.
ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი: "მოხარული ვართ, რომ თეგეტა ჰოლდინგმა, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, მორიგი ემისია განახორციელა და 2024 წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში 8.3 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მისასალმებელია, რომ გარიგების ექსკლუზიური პარტნიორი სწორედ გალტ & თაგარტი იყო, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გალტ & თაგარტი აგრძელებს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას."
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგმა გალტ & თაგარტთან პარტნიორობით, საერთო ჯამში, 28.3 მილიონი აშშ დოლარისა და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
მიმდინარე მდგომარეობით თეგეტას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განთავსებული აქვს 190 მილიონი ლარის, 28.3 მილიონი აშშ დოლარის და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სს გალტ & თაგარტის შესახებ: სს გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
კომენტარები